Digest Logo

„მუდამ იქნება ისტორიის განუყოფელი ნაწილი...“ - GAMA მოკლული სპორტსმენის შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

17 მარტი 13:47
გიორგი ახალაია

16 მარტს, თბილისში 21 წლის გიორგი ახალაია მოკლეს. გარდაცვლილი ერთ-ერთი კაზინოში მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. 

ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია რომ ტრაგიკულად მოკლული GAMA-ს მებრძოლი იყო.

ორგანიზაცია სპორტსმენის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ღრმა მწუხარებასა და გულისტკივილს გამოვთქვამთ ჩვენი ორგანიზაციის მებრძოლის, გიორგი ახალაიას გარდაცვალების გამო

გიორგი მუდამ იქნება GAMA-ს ისტორიის განუყოფელი ნაწილი“, - წერია GAMA-ს ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეტყობა ჩათვალა საჭიროდ კარგი გოგო არისო...შენ შემომივარდიო...“ - რას ჰყვება ნუცა ცისკარიშვილი მეუღლეზე?

🎥 რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს სახლის, ტელეფონისა და მანქანის ნომრებს ? - ნინა სუსლოვას განმარტება

🎥 7 წანაზარდი კანზე, რომელიც მეჭეჭს ჰგავს და რომლის გარჩევაც უნდა ვიცოდეთ - კოტე თოდუას რეკომენდაციები