Digest Logo

🎥 „მზად ხართ?!“ - ჩაბნელებული ოთახი, ოთახში მიმოფანტული ვარდის ფურცლები და სურნელოვანი სანთლები, რა კადრებს გვიზიარებს ნუცა ბუზალაძე

12 ივნისი 8:29
ნუცა ბუზალაძე

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე დაინიშნა. მისი რჩეული 55 წლის ამერიკელი აგენტი დარენ პრინსია. თავად მომღერალი კი 28 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 26 წელია, რაც განხილვის საგნად იქცა ინტერნეტსივრცეში.

ნიშნობის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებში თავად გაავრცელეს.

ამჯერად, ნუცა სოციალურ ქსელში ხელის თხოვნის კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს მისი ემოციებიც.

„მზად ხართ ჩვენი ნიშნობის ვიდეოს სანახავად? და ჩემი „ღმერთო ჩემო“-ს სანახავად?“, - წერს ნუცა და გამომწერებს ვიდეოს უზიარებს.

 

„I said yes!!! to my super agent, my best friend, and now… my future husband.

Darren ჩემს ცხოვრებაში მაშინ შემოვიდა, როცა American Idol ის ფინალში ვმღეროდი. ის არ იყო უბრალოდ აგენტი, ის იყო სუპერ აგენტი!

მას შემდეგ რაც კონტრაქტი გავაფორმე მის კომპანიასთან, ყოველთვის ჩემზე მთელი გულით ზრუნავდა და ჩემი კარიერისთვის შეუძლებელს აკეთებდა, მაგრამ რაც დროთა განმავლობაში შევნიშნე, იყო უფრო ღრმა და ნამდვილი, მან ჩემი გული მოიპოვა, იმ გზით, როგორითაც მხოლოდ ღვთისგან მოვლენილი სიყვარული ახერხებს  
თავიდანვე ჩვენი კავშირი რწმენაზე, სიმართლეზე და ღვთის სიყვარულზე იყო დაფუძნებული.

ის გახდა ჩემი ყველაზე ახლო ადამიანი, ვის გვერდითაც თავს ყველაზე დაცულად და ბედნიერად ვგრძნობდი.
როცა ლოს-ანჯელესში გადავედი, ჩვენი ურთიერთობა სულ სხვა დონეზე ავიდა. მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები მის მიმართ მხოლოდ პროფესიული აღარ იყო, ეს იყო ნამდვილი სიყვარული.

ხშირად ვლოცულობდი და ვთხოვდი უფალს, რომ გამოეგზავნა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ჩემს ღირებულებებს დააფასებდა, რომელიც სიგიჟემდე შემიყვარებდა, რომელიც ყოველ დღე დედოფლად მაგრძნობინებდა თავს, გულით გამაცინებდა და თავს ყველაზე იღბლიან ქალად მაგრძნობინებდა და ღმერთმა ნამდვილად გამომიგზავნა ასეთი ადამიანი.

ახლა, როცა ჩვენს ახალ თავგადასავალს ვიწყებთ, სიყვარულით და მადლიერებით ვამბობ: დიახ, ბედნიერი ვარ და მზად ვარ გავხდე Mrs. Prince“, - დაწერა ნუცა ბუზალაძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ასეთი რამ არასდროს მინახავს...“ - რას წერს UFC-ის ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში იმყოფება

🎥 12 ივნისი მეხანძრე-მაშველების დღეა - რა სირთულეებია როცა გამოძახებაზე მიდიან და დედა-შვილის გადარჩენის ისტორია

🎥 „რავარც ჩემი ბიჭი იტანჯება, მეც ისე უნდა დავიტანჯოო“ - სოფია კვინიკაძე მეუღლის და შვილის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს