ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
გიორგი ლობჯანიძე მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც მთავარანგელოზობის დღესასწაულსა და მის მნიშვნელობაზე წერს:
„ყოველი წლის ნოემბრის 21 რიცხვი არის უდიდესი ნათელი ენერგიებით სავსე, რადგან ხარობს, როგორც მიწიერი, ასევე სულიერი სამეფო.
მთავარანგელოზი მიქაელი და თავად ეს სიტყვა ებრაულად ნიშნავს - „ვინ არის სწორი ღვთისა?“ სწორი ღვთისა, რადგანაც მას ჩაბარდა დიდი ძალა და მოვალეობა. რა წამს შეებნენ ანგელოზნი ერთმანეთს და იმარჯვეს უფლის ერთგულებმა, ღმერთმაც სწორედ მიქაელი გამოარჩია.
მეცნიერულად კი მისი და მთავარანგელოზთა დასის ხსენების დღედ ნოემბერია მოხსენიებული, რადგანაც ადრე წელთაღრიცხვა იწყებოდა გაზაფხულზე, მარტიდან, ხოლო ნოემბერი კი გამოდის მე-9 თვე, რაც ჯამში ანგელოზთა 9 დასს შეესაბამება.
მის სახელს უკავშირდება ქანაანის ქალაქ „იერიქონის" დაპყრობა, ბევრი მოწამის აზრით კი მის სახელთანაა ასოცირებული საიდუმლო ცეცხლის სვეტი, რომელიც წინ უძღოდა ისრაელს ეგვიპტიდან ლტოლვისას.
მთავარანგელოზი მიქაელი ან შუბით ან მოელვარე ხმლით ხელში, მუდამ მზადაა მართალ ხალხთა დასახმარებლად და ბოროტთან საომრად. მას, რელიგიის მსახურების გარდა, ხშირად მოუხმობენ ენერგეტიკოსებიც თავიანთი სამუშაო პროცესის დროს, რომ გაიწმინდონ ნეგატივისგან და გაძლიერდნენ.
მთავარანგელოზი გაბრიელი კი ესაა სიმტკიცე ღვთისა. იგი არის უფლის საიდუმლოს კეთილი მაცნე და მახარებელი.
გილოცავთ, მთავარანგელოზთა დასმა დაგვიფაროს თითოეული ჩვენგანი და სრულიად საქართველო!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა არის ჩიყვი და რა სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ის? - ექიმის რჩევები