ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას პარტიის ბათუმის ოფისში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემა იყო.
ამ ამბავს გამოეხმაურა პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე.
„ნუგზარ ფუტკარაძე, არ შემაწუხა, საღამოს 8:05-ზე მომწერა, თავისუფალი რომ იქნები დამირეკეო. დავურეკე 4 წუთში.
ვილაპარაკეთ.
ნუგზარ ფუტკარაძე აღარ მყავს...
მაჟორიტარი მოიგო ბათუმში- შრომით, ოფლით, ღირსებით.
არ მოასვენა სუსმა (ყველა ჩემი ნათესავი ნახესო, ბანკის ვალებს კითხულობენო, მითხრა).
ვეღარ გაძლო“,- წერს მურმან დუმბაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„აკონტროლეთ აგრესია და ეგოიზმი, არ ღირს უმიზეზოდ გაბრაზება“ - ცაგარელის დღის რჩევა