Digest Logo

🎥 „პასიური დასვენება მიყვარს, უნდა მოვეფერო მზეს, ზღვას... გავიცანი ლაზები“ - როგორ და სად გაატარა მიხეილ ცაგარელმა ზაფხული

1789393295
მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელი საქართველოში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ასტროლოგია. იგი წლებია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა წამყვან ტელევიზიასა თუ რადიოარხთან და საზოგადოებას ყოველდღიურ, ყოველკვირეულ თუ წლის ასტროლოგიურ პროგნოზებს აცნობს, თუმცა იშვიათად მოისმენთ მის ინტერვიუს, სადაც იგი პირადზე საუბრობს. 

ერთ-ერთი გამონაკლისია გადაცემა „პოსტ ალიონის“ ეთერი, სადაც მან მაყურებელს გაუზიარა, როგორ დაისვენა და სად გაატარა 2016 წლის ზაფხულის ცხელი დღეები:

„იმედი მაქვს ყველამ კარგად დაისვენეთ. 

რა საკვირველია, მეც მეც დავისვენე, ოღონდ განსხვავებით სხვებისგან, პასიური დასვენება მიყვარს. 

უნდა მოვეფერო მზეს, ზღვას, უნდა ვიგრძნო მთელი სურნელი, ფოტო-მოტო ჩემი საქმე არ არის, რადგან ამ დროს მეფანტება ყურადღება, როცა შეიძლება ამ დროს ბუნებას ველაპარაკო. 

იქ ვიპოვე „პაბედა“, საუკუნეა არ მინახავს, ძველის ძველი, თან კარგად გალამაზებული. 

შეკვეთილშია საოცარი პარკი გაკეთებული, სადაც ყველა დიდი მუსიკოსი, მხატვარი არის და მუსიკაც უკრავს. აუცილებლად ნახეთ. 

ზაფხული მიყვარს, რადგან შთაბეჭდილებებით აღსავსეა, სუფთა ჰაერი, ბუნება, ჭიკჭიკი, იქით ზღვა, აქედან მთა. 

თურქეთშიც ვიყავი, თურქებსაც ველაპარაკე, გავიცანი საინტერესო ადამიანები, მათ შორის ლაზები, ქართველები იქ მცხოვრები. ვიყავი სამსუნი, ორდუში, ტრაბზონში, სტამბოლშიც. ძალიან საინტერესო ადამიანებს შევხვდი, თავიანთი ბაბუების ფოტოები გამომიტანეს, წინაპრების გურიიდან და მომიყვნენ როგორ მოხვდნენ იქ, ენა ახსოვთ, საინტერესო სიმღერები აქვთ შენარჩუნებული, აღფრთოვანებული ვარ“, - ჰყვება მიხეილ ცაგარელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„უამრავი თბილი მოგონება სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულში“ - ცნობილია მცხეთაში დაღუპული მეორე პირის ვინაობა

ელისო ვირსალაძე 84 წლის გახდა - „ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ შემოქმედებით ცხოვრებას“

ურანი რეტროგრადული გახდა: ვის ელოდება თავისუფლება და ცვლილებები