მცხეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ცნობით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.
ავარიის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, 3 კი მძიმედ დაშავდა.
დაღუპულია მარიამ იმერლიშვილი, რომელსაც თანამშრომლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
„ღრმა მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას თანამშრომელს, კოლეგასა და გუნდის გამორჩეულ წევრს - მარიამ იმერლიშვილს, რომელიც გუშინ ავტოკატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.
მისი ტრაგიკული და მოულოდნელი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია თითოეული ჩვენგანისთვის. წლების განმავლობაში მარიამი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო - თავისი შრომით, პასუხისმგებლობით, ადამიანურობითა და იმ სითბოთი, რომელიც მის გარშემო მყოფ ადამიანებს ყოველთვის გულს უთბობდა.
ძნელია სიტყვებით გადმოვცეთ ის ტკივილი, რომელსაც მისი წასვლა გვიტოვებს. მისი წვლილი კომპანიის განვითარებასა და წინსვლაში, მისი კეთილგანწყობა და მასთან დაკავშირებული უამრავი თბილი მოგონება სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულში.
ამ მძიმე წუთებში შპს „პანცილიონი“ და შპს „ბუბა ჯორჯია“ მთელი გულით თანაუგრძნობენ მარიამის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
ვუსამძიმრებთ და ვიზიარებთ მათ უდიდეს მწუხარებას.
საუკუნოდ იყოს მისი ხსენება“, - წერია სამძიმრის წერილში.
ავარიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ახალგაზრდა ნათია კვინტრაძეა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ელისო ვირსალაძე 84 წლის გახდა - „ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ შემოქმედებით ცხოვრებას“
⭕ურანი რეტროგრადული გახდა: ვის ელოდება თავისუფლება და ცვლილებები