Digest Logo

„პირველი ბობმბი ჩემი საცხოვრებელიდან 20 მეტრში ჩამოვარდა… 2000 კაციდან (დაახლოებით) 500 დავრჩით“ – ვატო გელაშვილი

1647534657
ვატო გელაშვილი

„შეაჩერე კორუფციას“ თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი, რომელიც 9 მარტს გაემგზავრა უკრაინაში მოხალისედ და რამდენიმე დღის წინ მისი ბაზა რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, წერს:

„11 მარტს ჩავეწერეთ მე და კიდევ რამდენიმე უცხოელი მოხალისე ინტერნაციონალური ბაზაზე და დაგვიწყეს წვრთნები.

პირველად რასაც გვასწავლიდნენ დაბომბვის შემთხვევაში თავი როგორ გადაგვერჩინა. (თუ ბომბი პირდაპირ თავში არ დაგეცემოდა)

პირველი ბომბი ჩემი საცხოვრებელი კორპუსიდან 20 მეტრში ჩამოვარდა, მაგრამ სანამ დაეცემოდა. დაახლოებით 15 წამი გაქვს, რომ ტყეს შეაფარო თავი. მე დილას სავარჯიშოდ გასვლას ვაპირებდი და საწოლიდან ამდგარი ვიყავი ტანისამოსიც მეცვა და მესინჯერს დავჩერებოდი. როცა წუილის ხმა გაისმა. მივხვდი რა ხდებოდა და კიბეებზე გადავეშვი, გარეთ გავედი და უღრან ტყეში შევვარდი.

ამ დროს აფეთქებები ხმა გაისმა.

ხალხის, ბომბების და შენობების მტვრევის ხმები ერთმანეთში აირია.

ცეცხლი მოედო ყველაფერს და მე თავიდან ბოლომდე სველი (ტყეში ყინული ჩამიტყდა და პატარა ტბაში ჩავვარდი) მივჩერებოდი ამ ყველაფერს გაბრაზებული და გადარჩენილი  თვალებით.

რომ გათენდა კარგად, მერე დავბრუნდით ბაზაზე და…… აღარ აღვწერ ყველაფერს რაც ვნახე.

ამის მერე გამოგვიცხადეს  ვისაც გინდათ სახლში წასვლა წადით, საზღვრამდე მიგიყვანთო, 2000 კაციდან (დაახლოებით) 500 დავრჩით. 2 დღეს ტყეში გვეძინა. ბოლოს სულ დაგვშალეს და ბაზიდან გამოგვიშვეს. დაჭრილი და კანტუზიიანი არ ვარ. მოიგონეს უბრალოდ სამედიცინო დახმარება დამჭირდა და ეტყობა, მაგიტომ გამატარეს რამე სიაში.

ახლა კარგად ვარ და ისევ აქ ვარ. ისევ მზად ვარ განვაგრძობ უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას და ჩემს წვლილს შევიტან მშვიდობის დამყარებაში.

3 დღე იმიტომ არ ვჩანდი, რომ ტელეფონი და ტანისამოსი აღარ მქონდა. მხოლოდ სამხედრო ფორმა დამრჩა, რომლითაც გადაადგილება აკრძალულია ქალაქში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გამოწმებენ და პოლიციაში მიჰყავხარ.

დიდი მადლობა ყველას  გულშემატკივრობისთვის და ჩემი ამბის მოკითხვისთვის.

მე ამ ომში სიკვდილს არ ვაპირებ ასე, რომ რომც არ გამოვჩნდე ხოლმე არ ინერვიულით. იმ ომის მერე სხვა ომები იწყება. ჩვენი ქვეყნის დასახსნელად. ქოცებისგან, ნაცებისგან და ალტინფოსგან. (ჩემთვის ერთია ეგ ხალხი)

და ზოგადად თუ გვინდა, რომ რუს ხალხს არ დავემსგავსოთ, და სწორ გზას დაადგეთ მომავალი თაობა მაინც. ტყუილებით და ფეიკპროპაგანდით ტვინების გამორეცხვის საშუალება არ უნდა მივცეთ. მაგ მეთოდმა არ გაამართლა და საბოლოო ჯამში ისევ ადამიანების სიცოცხლეები შეეწირა, ვერცერთი ქვეყანა ფეხზე ვერ დადგა. სიმართლე და  თავისუფლებას მოაქვს დემოკრატიაც და კეთილდღეობაც. Слава Україні. საქართველოს გაუმარჯოს“, - წერს ვატო გელაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 ტრაგედია ოჯახში, უმძიმესი დიაგნოზი, ურთიერთობა ცოლიან კაცთან და სამჯერ გათხოვება - ეკა კვალიაშვილის სკანდალებით სავსე ცხოვრება

🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს

🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი