ბლოგერი და მოგზაური გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ჩოხაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ის წერს, ამ ბოლო პერიოდში მასში ქართველობამ გაიღვიძა:
„ძააან ქართველმა გაიღვიძა ჩემში ბოლო პერიოდში:
– ჩოხაზე და მის ელემენტებზე ვგიჟდები
– ღვინო და სადღეგრძელოებიც მიყვარს
– ტრადიციებს სულ ვაპიარებ, სადაც ვმოგზაურობ და ქვეყნის ქებაში ვარ
– ენები ვიცი ოხრად, ამერიკის ათწლიანი ვიზა მაქვს და მაინც სხვაგან ვერსად წარმომიდგენია ცხოვრება
– აჭარული ხაჭაპური, ხინკალი, ელარჯი, ლობიო და ა.შ. მირჩევნია ყველა ევრაზიულ კერძს )))
– გურამი მქვია და არასდროს მიცდია გუგად, გუროდ და სხვა სახელებად გადავკეთებულიყავი.
მეტი რა ვქნა? მგონი, ჩოხასაც ვიხდენ:)))“,- წერს შეროზია.
ასევე დაგაინტერესებთ: