Digest Logo

„18 წლის ვიყავი, როცა უცნობმა კაცმა სცადა სექსუალური ძალადობა... ფიზიკურად ძლიერი ვარ და ვერ მომერია - ყველა კაცი მოძალადე მეგონა საკუთარი ნათესავებიც კი“ - რას წერს ოპერატორი ქალი ლელა ხარშილაძე

1679907566
ლელა ხარშილაძე

მარნეულში მცხოვრები ოპერატორი ლელა ხარშილაძე, სოციალურ ქსელში საკუთარი გამოცდილებით უმძიმეს ისტორიას იხსენებს და ქალებზე სექსუალური ნიშნით ძალადობის თემას ეხმაურება.

🔵 „სიმართლის დრო სულ არის! ამიტომ ნუ ეკითხებით ქალებს თუ რატომ იცდიდნენ წლები“ - იურისტი ნინო ბაღაშვილი

იგი მიმართავს ქალების წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკული მოსაზრების ავტორებს და აცხადებს, რომ ხმის ამოღებას ძალა სჭირდება და ამაზე საჯაროდ საუბარი რთულია.

🔵 „ქალები სექსუალურ ძალადობაზე იმიტომ არ ლაპარაკობენ, რომ ეშინიათ, გამკიცხავი უფრო მეტი გამოუჩნდებათ, ვიდრე გვერდში დამდგომი“ - ნიკა სიმონიშვილი 

„დაახლოებით 18 წლის ვიყავი, უცნობმა კაცმა სცადა სექსუალური ძალადობა ჩემზე, მიხსნა იმან, რომ ფიზიკურად ძლიერი ვარ და ვერ მომერია.

30 წელს გადაცილებული ვიყავი ამ თემაზე პირველად ხმა რომ ამოვიღე.

სამაგიეროდ ის წლები, სანამ ხმას ამოვიღებდი, მორალურად გავნადგურდი, ყველა კაცი მოძალადე მეგონა, საკუთარი ნათესავებიც კი.

ამას იმიტომ ვწერ, რომ ბევრგან მხვდება კომენტარი შევიწროებული ქალების მიმართ, აქამდე სად იყო, რატომ არ თქვაო!

დამიჯერეთ, არაა ადვილი!!

თითქმის, ოცი წელი დამჭირდა მე პირადად ამ თემაზე ხმა რომ ამომეღო!

ჩემო სოლიდარობა ქალებს!!

პირველად ვწერ ასე საჯაროდ ამ ამბავს“, - წერს ხარშილაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵  „ამ კვირაში მოაგვარეთ პრობლემები, რადგან მომდევნო კვირა შედარებით მძიმე იქნება“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

🔵  „ფინანსური სიურპრიზების დღეა“ - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მიმდინარე კვირას - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ

🔵  „27 წლის გიორგი მენინგიტით გარდაიცვალა, დარჩა ორსული ცოლი. იმის გამო, რომ გიორგის „გირჩის“ ცნობა ჰქონდა აღებული, შალვა კეკელიამ წესი არ აუგო“ - ბექა ყორშია