მსახიობი ნანა ბუთხუზი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ადამიანებს მოუწოდებს რომ ბოროტების წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ამასთან ბუთხუზი წერს, რომ დღეს მთავარი ბოროტება და მტერი არის რუსეთი რომლის წინაშეც ყველამ უნდა იბრძოლოს.
„ერთხელ მკითხეს - თქვენ „ქოცი“ ხართ თუ „ნაციო“?!
(სადამდე მივედით?! ამით განისაზღვრება დღეს ყველაფერი?!... )
ჩემი პასუხი იყო - „ქოციც“ და „ნაციც“, ორივე, ბედკრული საქართველოს შვილია და ორივე მე ვარ მეთქი! მე ჩემი ქვეყნის სიყვარული მამოძრავებს მხოლოდ!
(მოულოდნელი პასუხი მიიღო ჩასაფრებულმა და დადუმდა.)
არსებობს გზა სიკეთის და გზა ბოროტების!
სამყაროში იბრძვის ორი ძალა: ბოროტება და სიკეთე! ბოროტება ერთია, მტერი ერთია და მას რუსეთი ჰქვია! არ მისცეთ უფლება ტვინი აგირიონ, თეთრზე შავი გათქმევინონ, დაგაბრმაონ, დაგაყრუონ, შეგაშინონ ძალადობრივი მუქარით, გადაგიბირონ, ერთმანეთს გადაგკიდონ, გადაგამტერონ, მოჩვენებითი სისაწყლით თავი შეგაცოდონ, ფულით მოგხიბლონ! სასტიკი მტრები არიან ცხვრის ტყავში! მათი, ადამიანურ ჭრილში განხილვა შეუძლებელია! არ მოგილბეთ გული, ფარისევლები და თვალთმაქცები არიან! უსულგულო ზომბები! არაადამიანები!
როგორც არასდროს ისე გიყვარდეთ ერთმანეთი, გაერთიანდით და გავიმარჯვებთ! არ აჰყვეთ პროპაგანდას! იმოქმედეთ უშიშარი სიფრთხილით: მტკიცედ, პრიციპულად, ჭკუით, ღირსეულად, სიმართლით, სამართლიანად, ფხიზელად! არაფრის არ შეგეშინდეთ! არასდროს, არასდროს დანებდეთ! გაიღვიძე საქართველო!
„ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!'“
დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!
ღმერთმა დაიფაროს უკრაინა და მსოფლიო!
Слава Україні! Героям слава! Смерть ворогам!
Україна переможе!“ - წერს ნანა ბუთხუზი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„როგორ ვუძლებ ამ სიმწარეს არ ვიცი დე“ - მარინა ენდელაძის შვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
🔵5 ნიშანი იმისა რომ ადამიანი სულ თქვენზე ფიქრობს
🔵ვინ წერს ირაკლი ოქრუაშვილს საერთო ფეისბუკიდან? - „რა უნდა ვივარაუდო ცოლი მოდის თუ ქმარი მოხალისედ“