ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სასიამოვნო სიახლის შესახებ აღნიშნავს და წერს, რომ ქუთაისში მსახიობ გიზო კაკაურიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს.
მისი თქმით, გიზო კაკაურიძე არის ადამიანი, რომლის შემოქმედებაც მთელმა ქუთაისმა შეიყვარა.
„ქუთაისმა ძვირფას გიზო კაკაურიძეს ვარსკვლავი გაუხსნა.
ალბათ ცოტა ადამიანი თუ მახსენდება ისეთი ვინც ასე შეიყვარა ქალაქმა, როგორიც მსახიობი გიზო კაკაურიძეა. ეს სიყვარული ცალმხრივი არ ყოფილა. გიზო კაკაურიძემ მთელი ცხოვრება და შემოქმედება მიუძღვნა ამ ქალაქს და ჭეშმარიტად იწოდება ნამდვილ კოლორიტად.
მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მიხარია, რომ ასე მხნედ ვიხილეთ ბატონი გიზო სცენაზე, რომელიც ყველას გვენატრებოდა.
მრავალჟამიერ კარგო კაცო და ძვირფასო ადამიანო!“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: