Digest Logo

„რა თქმა უნდა ადგილი უცვლელია, ისევ შევხვდებით „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში“ - ორსული ნინუცა როსტიაშვილი ეკრანს დაუბრუნდა

1726137689
ნინუცა როსტიაშვილი

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ერთ-ერთი ტელეწამყვანი ნინუცა როსტიაშვილი ფეხმძიმედ არის. იგი  სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ეკრანს უბრუნდება და ყოველ ხუთშაბათს ორსულობის შესახებ სტუმრებთან ერთად რჩევებს შემოგვთავაზებს.

„რა თქმა უნდა ადგილი უცვლელია, ისევ შევხვდებით დილა მშვიდობისა საქართველოს ეთერში, ამჯერად ყოველ ხუთშაბათს.

ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ საჭირო რჩევებს ქალის ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული პერიოდის - ორსულობის გარშემო.

რუბრიკის პირველი სტუმარი მეან-გინეკოლოგი დავით გაგუა იყო“, - წერს ნინუცა როსტიაშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ 500 ცალი წითელი ვარდი და უამრავი ძვირად ღირებული საჩუქარი - მარიამ შუკაკიძე იუბილარია, რა კადრებს აქვეყნებს მოდელი?

⭕ჯემალ ბაღაშვილი იუბილარია, მომღერალი 83 წლის გახდა -„ბედნიერი ვარ, რომ შენი შვილი ვარ!“

🎥 „სპორტსმენი მწვრთნელმა უნდა დაარიგოს, როგორ მოიქცეს...მე ყველაფერი შევასრულე“ - ვახო ახობაძის კომენტარი მოწინააღმდეგის საქციელზე, რომელმაც პირჯვრის გადაწერის გამო დასცინა