Digest Logo

🎥 „რამდენიმე დღეში ჩემი მესამე შვილი მოევლინება სამყაროს, ვაჟიშვილის ეს მოლოდინი სრულიად განსხვავებულ სიღრმეს და განცდებს ატარებს “ - თამთა შედანია

1752767597
თამთა შედანია

„მის საქართველო 2012“ თამთა შედანია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას პერიოდულად ფოტოებს უზიარებს ხოლმე.

იგი ორსულადაა სულ მალე მესამე შვილის დედა გახდება. 

ამჯერად თამთა საორსულე ფოტოსესიიდან კადრებს გამომწერებს უზიარებს:

„ცხოვრების ყველაზე სათუთ და ამაღელვებელ ეტაპზე ვარ, სულ რამდენიმე დღეში ჩემი მესამე შვილი მოევლინება ამ სამყაროს. ვაჟიშვილის ეს მოლოდინი სრულიად განსხვავებულ სიღრმეს და განცდებს ატარებს, უსაზღვრო სიხარულის დროა ჩემთვის.

ორსულობის არცერთი მომენტი არ შემინახავს ფოტოდ ,არა იმიტომ, რომ ის არ იყო მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ, რომ ეს გზა სრულიად სხვანაირად მინდოდა გამევლო. 

ცხენი კი, ეს მშვენიერი არსება, ჩემთვის ყოველთვის სიმბოლო იყო ძალის, თავისუფლების და შინაგანი სიმშვიდის. ის ერთდროულად მტკივნეული სილამაზეც არის და შეუპოვარი სიძლიერეც ზუსტად ისეთი, როგორიც დედობაა.
ალბათ ამიტომაც არის ცხენი ჩემთვის ერთადერთი ცხოველი, რომელიც ასე ძლიერად მაკავშირებს საკუთარ თავთან და იმ ძლიერ ქალთან, რომელსაც ახლა ჩემი შვილისთვის ვქმნი“, - წერს თამთა შედანია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Hernamewastamta🤍 (@tamtashedania)

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეკითხებიან როგორია, როცა შენი შვილი და შვილიშვილი ერთი თაობის არიან... ღიმილით ვპასუხობ, ეს საოცრებაა“ - ნინო თოლორდავა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

„ქალის გასვენება იყო, იქ მოხდა ეს ამბავი... ადრე შელაპარაკება ჰქონდათ ძაღლზე, დამუქრებია მოგკლავო“ - „დაიჯესტმა“ ადიგენში მომხდარი მკვლელობის დეტალები გაარკვია

„საოცარი შემთხვევა იყო, რადგან სამყარომ ისეთ ადგილებში წამიყვანა, რომელზედაც ჰიუგო მიყვებოდა ბავშვობაში“ - რას წერს ხატია ბედოშვილი