სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანის კადრები გაავრცელა. აღნიშნულ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი რუსუდან ცხომელიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ის რაც ახლა საქართველოში ხდება ყოვლად მიუღებელია.
„რას გვაყურებინებთ?! რევანშია? რაც დაიმსახურა, ის მიიღო? რისი თქმა გსურთ?! ეს მიუღებელი იყო 2012-ში და მისაღებია ახლა?
თუ ის პატიმრები არ იმსახურებდნენ და ეს იმსახურებს? თქვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს, თავმოყვარეობა არ გელახებათ, როცა თქვენს პრეზიდენტს, თუნდაც დამნაშავეს, ასე ექცევიან?
ამას მტერს აყურებინებთ და გულს უხარებთ?! რა სკამი და თანამდებობა გიღირთ ამად?! ჭირსაც წაუღია ყველაფერი თუ ამის შედეგად რუსეთი ისე შეიწმენდს ფეხებს ჩვენზე, როგორც მათი წამყვანები შედგნენ ჩვენს დროშას ფეხებით სტუდიაში! ამაზრზენები ხართ!!“, - წერს რუსუდან ცხომელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵video: მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანის კადრები გამოქვეყნდა
🔵45-წლიანი უსახლკარობის შემდეგ მამაკაცმა ოჯახი იპოვა (ფოტოები)