UFC-ს ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.
15 ივნისს თოფურია UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი შოუს მთავარი მონაწილეა - თეთრ სახლში, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისთვის მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ის ამერიკელ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.
ისტორიულ ბრძოლის გამართვამდე მან სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და ღმერთს მადლობა გადაუხადა:
„ღმერთო, მადლობა ყველაფრისთვის.
მადლობა ყოველი განვლილი მომენტისთვის და იმისთვის, რომ აქამდე მომიყვანე იმ ადგილებამდე, რომელსაც ჩემი ადამიანური გონება ვერასდროს წარმოიდგენდა.
ჩემი რწმენა ყოველთვის შენში იქნება.
და კიდევ ერთხელ, დიდება შენ გეკუთვნის.
18-0.
გამარჯვება პირველ რაუნდში“, - წერს ილია თოფურია.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ მიმართავენ ფსიქოლოგებს კაცები იმაზე, რაზედაც საზოგადოება დუმს?