ცნობიერად ხშირად გვგონია, რომ ტატუს გაკეთება მხოლოდ ესთეტიკური არჩევანია, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება ღრმა, ქვეცნობიერი მექანიზმებითაა განპირობებული, რომლებსაც ადამიანი შესაძლოა ბოლომდე ვერც იაზრებს.
ტატუს გაკეთებს გაუცნობიერებელი მიზეზებია:
1. ემოციური დისკომფორტი:
როდესაც ადამიანს აწუხებს მძაფრი ემოციური დისკომფორტი, ის ქვეცნობიერად ხშირად ეძებს გზას, რომ ეს აუტანელი განცდები როგორმე გამოანთავისუფლოს. ტატუირებისას მიღებული ფიზიკური ტკივილი ხდება ერთგვარი გამტარი, რომელიც ემოციურ ტკივილს, რომლის გაკონტროლებაც რთულია, გარდაქმნის კონკრეტულ, ფიზიკურ შეგრძნებად, რაც ადამიანის ფსიქიკისთვის უფრო გასაგები და ასატანია.
2. ილუზია იმის, რომ „ვარსებობთ“:
ცხოვრებისეული სტრესის ფონზე, ადამიანი შეიძლება გრძნობდეს ერთგვარ გაუცხოებას საკუთარ თავთან ან სამყაროსგან. ფიზიკური ტკივილი, რომელსაც ტატუირება იწვევს, არის უმოკლესი გზა „აქ და ახლა“ რეალობაში დასაბრუნებლად. ეს არის ქვეცნობიერი გზავნილი საკუთარ თავთან: "მე აქ ვარ, მე ცოცხალი ვარ, მე ვგრძნობ“.
3. კონტროლის მოთხოვნილება:
ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. ასეთ დროს, ადამიანი ქვეცნობიერად ეძებს ადგილს, სადაც იქნება „უფროსი“, „მესაჭე" თავისი ცხოვრების.
ტატუს გაკეთება არის აქტი, სადაც:
ადამიანი თვითონ განსაზღვრავს ტკივილის წყაროს;
თვითონ ირჩევს პროცესის დროსა და ხანგრძლივობას;
თვითონ ირჩევს ვინ შეეხება და სად, რაც სხეულის საზღვრების დადგენის მცდელობაა.
ეს არ ნიშნავს, რომ ტატუირება მხოლოდ „პრობლემური“ ადამიანების არჩევანია. უბრალოდ, ჩვენი ქვეცნობიერი ხშირად ეძებს მეთოდებს, რომ თავი უფრო ძლიერად და დაცულად იგრძნოს, სხეულის მოდიფიკაცია კი ამ მეთოდებიდან ერთ-ერთი მკაფიო საშუალებაა.
ასევე დაგაინტერესებთ: