გასართობ ცენტრ „მინიონების“ ერთ-ერთი მფლობელი - თამუნა მექერიშვილი ოჯახისგან საბანკო ვალდებულების დაფარვას ითხოვს, რათა პირადი ქონება ყადაღისგან გათავისუფლდეს.
ის სოცქსელში ხშირად ათავსებს ვიდეოებსა და პოსტებს, სადაც საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს.
მან ფეისბუკის პირად გვერდზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დედმამიშვილებმა ძალიან აწყენინეს.
როგორც თამუნა ამბობს, ადრე ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ბიზნესში არსებულმა ფინანსურმა პრობლემებმა მათი ოჯახური იდილია გაანადგურა.
„რატომ!
სამივე, სულზე მეტად მიყვარდით...
რატომ წამართვით თქვენი სიყვარული ჩემი გულიდან...
რატომ დამიკარგეთ ნდობა და დობა....
ეს ის ტკივილია, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი განკურნავს....
უმცროსებო, ვერ გშლით გულიდან....
და შენ კი ფართოდ ვშლიდი ხელს და გიხუტებდი გულში... და თან ამ დროს უკვე გამეტებული ვიყავი შენგან....
გამეტებული ამ ტკივილისთვის და სულის იარისთვის, რომელიც არასდროს განიკურნება...
რას ... ამ ქვეყნად.... აი, რას ანაცვალე ჩემი გული“, - წერს მექერიშვილი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს
🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი
🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი
🔵მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება