Digest Logo

„რაც მეტად უახლოვდები ღმერთს, მით მეტად ხედავ ღმერთის გარეშე რა ხარ...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1786378844
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„არანაირი,
არანაირი უკან დახევა.
გახსოვთ პავლე მოციქულის სიტყვები? – ჩვენი ჩვევა არ არის უკან დავიხიოთ,
ჩვენ უკან არ ვიხევთ.
უფლის სიტყვები გახსოვთ? – გუთნის დედა რომ მიწას ხნავს, უკან არ იყურება,
უკან დახევა ქრისტიანების საქმე არ არის.
და ჩვენ – მუდამ უკან ვიხევთ...
ამიტომ არის, რომ მუდამ ერთ წრეზე დავდივართ,
და გავიდა დრო,
ზოგი დაბერდა ეკლესიაში და რაც იყო, ისევ ისეთია,
ესეც უკეთეს შემთხვევაში,
ამიტომ – ეს დავიმახსოვროთ.
– და თუ ადამიანი უკან არ იხევს, რა ხდება ამ შემთხვევაში?! – ყოველდღე,
ყოველდღე სიახლეა მის სულიერ ცხოვრებაში,
და რომ არ ეგონოს ვინმეს, რომ ეს ნიშნავს, რომ თავი ანგელოზი უნდა მეგონოს, იცოდეთ, რომ ღმერთთან მიახლოების პარალელურად, ადამიანი უფრო მეტად და მეტად ხედავს საკუთარ თავში არსებულ ჯოჯოხეთს,
ეს აუცილებლად ხდება ასე – რაც მეტად უახლოვდები ღმერთს, მით მეტად ხედავ ღმერთის გარეშე რა ხარ,
და აი ეს პრინციპი შენში თუ ცოცხალია და მუშაობს – ე.ი შენი წინსვლა სახეზეა,
და ეს ყველაფერი, როგორც ხშირად გეუბნებით, დასტურდება მოყვასთან ურთიერთობით“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საოცარი ქალი ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს შორენა ბეგაშვილი

⭕„გამოიყენეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი...“ - 12 აგვისტოს შესასრულებელი რიტუალი თამუნა იოსელიანისგან

🎥 „ისეთი რამ არ ჩაიდინოთ, რასაც შემდეგ ვინანებთ...“ - რას უნდა ვერიდოთ დაბნელებების დერეფნის პერიოდში: მარიამ შუკაკიძის პროგნოზი