მოდელმა და მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს იტალიაში იქორწინა.
ახლა იგი საქართველოშია და სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც აუზთან პოზირებს. კადრებმა კომპლიმენტები დაიმსახურა:
„ულამაზესი და საოცარი შორე“,
„მშვენიერო და მიმზიდველო“,
„საოცარი ქალი ხარ“, - წერენ კომენტარებში.
ეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის ქორწილს კომოს ტბის ნაპირზე, ცოცხალი მუსიკა, საქორწინო დეკორაციები და გრანდიოზული ტორტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. მისი რჩეული, მამუკა ურუშაძე 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და იგი ასევე, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გამოიყენეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი...“ - 12 აგვისტოს შესასრულებელი რიტუალი თამუნა იოსელიანისგან