Digest Logo

როგორ უნდა მიეჩვიო ქრისტიანობას თუ ნორმალური ადამიანი ხარ?! - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განმარტება

1770206829
თეოდორე გიგნაძ

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე:

„როგორ უნდა მიეჩვიო ქრისტიანობას თუ ნორმალური ადამიანი ხარ?!
— და თუ ვერ ეჩვევი, რაში ვლინდება?!
— ცეცხლოვან გულში - „სულით მდუღარე იყვენით“ - პავლე მოციქული ამბობს.
— რაში ვლინდება კიდევ?
— მუდმივი მცდელობა, რომ მასთან იყო, მოუკლებელ ლოცვაში.
— რა ნაყოფი გამოაქვს ამას?
— სიხარული, რომელსაც ვერავინ, ვერასოდეს წაგართმევს.
— რა ნაყოფი გამოაქვს კიდევ ამას?
— შენს გარშემო სამყარო იცვლება
შენ ნათელი ხდები ამა სოფლისა,
მარილი ხდები ამა სოფლისა,
„აჰა, გლეხკაცი ელის მიწის სანუკვარ ნაყოფს,
მოთმინებით ელის — როდის ეღირსება წვიმას,
ნაადრევს თუ ნაგვიანევს,
თქვენც,
მრავლის მთმენი იყავით და გაიმაგრეთ გული — რადგანაც მოახლოვდა მოსვლა უფლისა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ღმერთი თავმდაბლებს ანიჭებს მადლს, ისეთ რამეს ათქმევინებს მოძღვარს, რაც შენთვის სასარგებლოა“ - მოძღვარი ლევან ჯიქური მორჩილებაზე

⭕ გოდერძი შარაშია: „ვერ გავიგე, რატომ ურიცხავენ ფულს „ტიკ-ტოკზე“ ჯანმრთელ და ახალგაზრდა ადამიანებს“

🎥 „არც ერთი ბიბლიის წიგნი არ თარგმნილა იმდენჯერ ქართულ ენაზე, რამდენჯერაც ითარგმნა „ქებათა ქება“ - ეკატერინე ნავროზაშვილი