Digest Logo

„რუსეთი რომ ადამიანი იყოს და ქრისტეს ეპოქაში ეცხოვრა, აუცილებლად იუდა იქნებოდა…“ - მამა პეტრე კოლხი

1676913133
მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „რუსეთი ადამიანი რომ ყოფილიყო და ქრისტეს დროს ეცხოვრა, აუცილებლად იუდა იქნებოდა“.

„1921 წლის 21 თებერვალს დაიბადა საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც მხოლოდ ოთხი დღით იცოცხლა. 25 თებერვალს რუსეთმა მოკლა და დაასამარა…
არაფერი შეცვლილა, მას მერე კაცობრიობამ ბევრი სისასტიკე გამოიარა, იყო ომები, ეპიდემია, სტიქიური უბედურება, რუსეთი იგივეა, ,,არ სდევს ჟამთა ცვლას“ - ისევ დამპყრობელია…
ქრისტიანულ მორალს და აზროვნებას უფრო დიდი მტერი არ ჰყოლია, როგორიც რუსეთია…
რუსეთი რომ ადამიანი იყოს და ქრისტეს ეპოქაში ეცხოვრა, აუცილებლად იუდა იქნებოდა…
ვინც რუსეთის მეხოტბეა, ის იუდას მიმდევარია!..
ბევრს წიგნი არ აქვს წაკითხული და გავიგე, რომ არ იცის, რა დაგვიშავა რუსულმა ტირანიამ, მაგრამ უკრაინის სახით მაინც დაინახოს, როგორი „მორწმუნე“ ერია…
და მაინც, მიყვარს ჩემი ერის კონსტიტუციის დღე, მერე რა, რომ ოთხ დღეში თავზე დაგვახია „მეგობარმა“, - წერს მამა პეტრე კოლხი.  

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ის, ვინც სინამდვილეში ფოტო გადაიღო, იჯდა გაცქნაფული და არ გამომექომაგა, და ის იყო მონაზონი - და მე მწირავდა უსამართლობისთვის“ - დედა სიდონია

🔵მზე თევზებშია - ვინ არიან მომდევნო თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

🔵რა უნდა გავაკეთოთ დღეს, რომ წარმატება მოვიზიდოთ?