
რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა. გუშინ, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.
სამწუხარო ინფორმაციის შემდეგ, ამერიკელმა მკვლევარმა ლუკ კოფმა განაცხადა, რომ დროა საქართველო იარაღით აღიჭურვოს. აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია გამოეხმაურა.
„კარგად დაიმახსოვრეთ ეს პირველი მერცხალი!
ასე „მეგობრულად“ გაწირეს უკრაინაც! ბევრი იარაღი გაუგზავნეს... ბევრი...
შეგვეშვით რა.
გაეთრიეთ ჩვენი სამშობლოდან!
მაგ პროვოკაციებს აღარ გაპატიებთ!
გაეთრიეთ, პროვოკატორებო“, - წერს ხათუნა ხოფერია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„რუსეთი არის ფაშისტური ქვეყანა... კიევის აღების შემდეგ, ის აიღებს თბილისს“ - გიორგი ფხაკაძე