
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავზე წერს. ამბობს, რომ მასთან ერთი მოხუცი მივიდა, რომელმაც როიალზე დაკვრა სთხოვა.
„დღეს ერთი კაცი მოვიდა, სამუშაო საათების მიწურულს. ამ კაცს ძალიან კეთილი სახე ჰქონდა და კარზე ისე ფრთხილად დააკაკუნა, გაუღებლადაც მიხვდებოდი, კეთილი სახე ექნებოდა.
სათხოვარი მაქვსო - მითხრა.
სათხოვარი არ მიკვირს, არც ის, რომ უმეტესის ასრულება არ შემიძლია. ისე ღელავდა, ჩავთვალე, რომ ეს კაციც რაღაც ჩემთვის შეუძლებელს მეტყოდა. პროლოგი მხოლოდ ამას მოასწავებდა.
„რვა წელია თავშესაფარში ვცხოვრობო, მაგრამ გაუნათლებელი არ გეგონოთო“. სტარტის ლოგიკური გაგრძელება ასეთია , უფრო ადვილი - ფული, უფრო რთული - სამსახური.
„სახლი როცა მქონდა, იქ პიანინო მედგაო, კარგი პიანინოა ძალიან, სურათს განახებთო". პატარა ბლოკნოტი ამოიღო და ამობეჭდილ სურათს მიწვდის და მე ველოდები კითხვას: „პიანინოს ხომ არ შეიძენთ? სულ რაღაც 800 ლარად მოგყიდით, ანტიკვარულია, ჯერ კიდევ ბაბუაჩემის ბიძამ....", მაგრამ ამ კაცმა მოლოდინი გამიცრუა, ოდნავ შეყოვნდა, მორცხვად ამომხედა და გაიმეორა:
- ერთი სათხოვარი მაქვს.
არაფერი მიპასუხებია, მაგრამ სახეზე ალბათ მკაცრი „დიახ, გისმენთ“ შემეტყო. ჰოდა, ძალა მოიკრიბა ვატყობ და დაიწყო:
,,მთელი ცხოვრება ვუკრავდიო, დაკვრის მეტი არაფერი მიქნია, მხოლოდ წიგნებს ვკითხულობდი და ვუკრავდიო“. და? „უფლება მომეცით, თუ ღონისძიება არ იქნება, სამკითხველო დარბაზის დახურვის შემდეგ, ნახევარი საათით ბიბლიოთეკის როიალზე დავუკრა".
კორონას რა ვუთხარი, თორემ გადავეხვეოდი, აბა, ასეთ კაცს თუ არ გადაეხვიე და გაამხნევე, სხვა ვინ ოხერი? ჩემთვის ის უპირველესი შემსრულებელია ახლა - მოუსმენლად. თუნდაც საშინლად უკრავდეს, თუნდაც ყველაზე უარესად, თუნდაც რაც მითხრა, ყველაფერი ტყუილი ყოფილიყო. მთავარი ხომ ეს არის - კაცი მოვიდა და ამ არეულ დროში როიალზე დაკვრა მთხოვა“, - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მომავალ შეხვედრამდე, დათო. შენ ჩვენი დიდი ტკივილი ხარ” - მერის თანაშემწე კორონავირუსით გარდაიცვალა
🔵„ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ ვინმე პოლიტიკოსზე არ გავაფანატებ“ - რას წერს ინგა გრიგოლია
🔵„დედისათვის ბავშვი არავის წაურთმევია. დედა უნდა დაელოდოს იმ კანონიერი პროცედურების დასრულებას, რომელიც მიმდინარეობს... “ - ნანა გოჩელაშვილი ნატა გაგუაზე
🔵„კოდუა შენ კი პიტალო ყ@ე ხარ... შვილებს ამას როგორ აყურებინებ, როგორ უშვებ? “ - მარიამ კუკუნაშვილი კოდუას დაუპირისპირდა
🔵„თქვენს სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი და მგლოვიარე ოჯახი“ - ვის მიმართავს ქეთი ლობჟანიძე
🔵VIDEO: რატომ გამოაგდეს ეკლესიიდან მამაოებმა გიორგი ნაზღაიძე?