Digest Logo

🎥 „საჩუქრად მიიღებთ ახალ Airpods pro-ს და ჩემს ხელმოწერილ ალბომს“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს, ნახე, როგორ მიიღო საჩუქარი!

1751622884
ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებსა და სოციალური მედიის მომხმარებლებს ახალ, კრეატიულ ჩელენჯს სთავაზობს!

მომღერალმა ჩელენჯი დაიწყო თავისი ახალი სიმღერის – All My Life –ის მხარდასაჭერად და ყველა მსურველს შესაძლებლობა ეძლევა, მოიგოს არა ერთი, არამედ ორი განსაკუთრებული საჩუქარი: ახალი AirPods Pro და ნუცას ხელმოწერილი ალბომი.

„დავიწყე ჩელენჯი, რომელიც სრულდება 3 აგვისტოს. 

პირობები არის ასეთი, ჩემს ახალ სიმღერაზე all my life, რომელიც ხელმისაწვდომია ყველგან, უნდა გადაიღოთ კრეატიული ვიდეო და 3 აგვისტომდე, ვისი ვიდეოც ყველაზე მეტად მომეწონება, მიიღებს საჩუქრად ახალ airpods პროს და ასევე, ჩემს ხელმოწერილ ალბომის საჩუქრად.

შეგიძლიათ დადოთ ვიდეო დამთაგოთ და გამოიყენოთ ჰეშტეგი - #Allmylifechallenge #nutsa“, - ამბობს ნუცა. 

ცნობისთვის, მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ 2024 წელს საქართველოს სახელით წარდგა და ამერიკული შოუ American Idol-ის მონაწილეც იყო, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

მომღერლის ცხოვრებაში სიახლეებია, იგი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც საყვარელი მამაკაცი გაიცნო, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ხელი სთხოვა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პატარა მამა... როცა ექვსი წელი საუკუნეს უდრის, მეშინია ამ დღის...“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი მამაზე

⭕ვეფხისტყაოსანი დოლზე - გაიცანით მამუკა სამხარაძე კაცი, რომელიც ბგერების მაძიებელია

⭕ევა ბარბაქაძე შეყვარებულია - „როდის გაგვაცნობ“