ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური ბელგიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბელგიისა და საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს.
👉რას წერს ჟურნალისტი ვახო სანაია ლიზა ქისტაურზე?
ქისტაურის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა, უამრავი ადამიანის გამოხატავს მწუხარებას მომხდარის გამო და ამ ამბის შესახებ საკუთარ ემოციებს გადმოსცემენ.
ახლახან ლიზას მეგობარმა, ბელგიაში მცხოვრებმა ტრანსგენდერმა ქალმა ქრისტი ლაბაძემ გარდაცვლილის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
„მეგობრებო, ლიზა გაუჩინარებული იყო 26 დეკემბრის შემდეგ. არც სოციალური აქტივობა არ ჰქონია, არაფერი.
ლიზა ამ ხნის მანძილზე მოიკითხა მხოლოდ დედამ. მის ბინაში მეზობლებმა მძიმე სუნის გამო სადარბაზოში გამოიძახეს პოლიცია . პოლიციამ აღმოაჩინა გვამი საცხოვრებელ ბინაში, შემდეგ დედა ჩაიყვანეს ბელგიაში.
გვამის ამოცნობა იყო შეუძლებელი, რადგან დიდი ხნის მანძილზე იყო ოთახის ტემპერატურაზე. ამ მომენტისთვის ბელგიის პოლიცია არ ამბობს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა ლიზა.
ბელგიის პოლიცია ამბობს, როგორც ქართული მედია აჟღერებს მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
გთხოვთ, შეწყვიტოთ მითქმა-მოთქმა, ჭორაობა და პატივი ვცეთ ლიზას და მის ოჯახს. ლიზას ამ მომენტში მხოლოდ გაუხარდება ის, რომ ის საზოგადოებაში დარჩეს „კეთილი , პოზიტიური და ხელოვანი“ გოგო, როგორსაც ვიცნობდით.
სხვა დამატებით დეტალებზე ისაუბრებს ოჯახი თუ ეს მათი სურვილი იქნება“ , - წერს ქრისტი ლაბაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ყველაზე საყვარელი...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მამულიჩა
🔵მგზავრი, რომლის გადასარჩენადაც თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა, გარდაიცვალა
🔵„ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ფოტოკოლაჟი)