მომღერალ სალომე ბაკურაძის ცხოვრებაში კარიერული სიახლეებია - იგი „რუსთავი2“-ის არხზე გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდს შეუერთდა.
სალომე ბაკურაძეს ტელეწამყვანის ამპლუაში მაყურებელი ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს ხედავს.
გადაცემის ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ამღერებულ სალომე ბაკურაძეს და არჩილ სოლოღაშვილს ვხედავთ:
„სანამ რეკლამაზე ვართ...“, - წერია ვიდეოს აღწერაში.
შეგახსენებთ, რომ სალომე ბაკურაძის მეუღლე, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 2025 წლის 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ.
ასევე დაგაინტერესებთ: