Digest Logo

„შარშან დაბადების დღეზე კაბა ვუყიდე, ჩამეკრა გულში და ტირილი დაიწყო...“ - ნოდარ დუმბაძის მოგონებები მეუღლეზე და ზაკ მირიანაშვილის ემოციური პოსტი

1790087168
ზაკ მირიანაშვილი

ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი, რომელმაც მწერლის მეუღლე გაიხსენა და მოგონებებიდან ემოციური ეპიზოდი გაგვიზიარა:“

„ნოდარ დუმბაძის ხატია წასულა. მისი მეუღლე ნანული გუგუნავა. ერთხელ ნოდარისთვის უთქვამს, თითქმის ყველა გყავს შენს ნაწარმოებებში ჩემს გარდაო. სიკვდილის წინ ნოდარს უთქვამს, როგორ არ მყავხარ, ხატია ხომ შენ ხარ „მე ვხედავ მზეში“ ხატიას ღიმილი, მისი თვალები ხომ შენი თვალებიაო“.

თავად ნოდარი კი წერდა: 

„თხუთმეტი წელია ჩემი ცოლია. თითქოსდა კარგი ქმარი ვარ, ჯამაგირს კაპიკ-კაპიკ ვაძლევ, მე აქ რაში მჭირდება. საგზურს ვუღებ ყოველ წელს, საზღვარგარეთაც იყო სამჯერ. ბათუმში ახალი ბინა მივიღეთ, ავეჯი რიგის ვიყიდე, გოგო მუსიკალურ ტექნიკუმში გვყავს, ღვინოს მე არ ვსვამ და არაყს. შარშან დაბადების დღეზე კაბა ვუყიდე, ჩამეკრა გულში და ტირილი დაიწყო, ვეკითხები რა გატირებს-მეთქი, ხმას არ იღებს, მეკვრის და ტირის. ეტყობა სხვა რამე სჭირდება ქალს”, - წერს ზაკ მირიანაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მაქსიმუმი გავაკეთე...“- სამზარეულოს ფარდისგან შეკერილი სამოსი და ბავშვური ინტერვიუები, როგორც მანიფესტაცია: ავთანდილ ცქვიტინიძის ემოციური მოგონებები

🎥 „მინდა, ეს არ იყოს დასასრული, ბევრ კონკურსზე გავიდე და ვიბრძოლო“ - რას ჰყვება საბავშვო „ევროვიზიის“ ქართველი კონკურსანტი დავით ლომიძე

 🎥 „ძალიან დიდ ბრძოლებს გავდივარ, მინდა თუ არა საერთოდ დავრჩე ამ სფეროში“ - ავთანდილ ცქვიტინიძის გულწრფელი აღიარება