იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალ პოსტს უზიარებს, სადაც წყენასა და ტკივილზე წერ.
ქეთევან ჯანდიერი აღნიშნულ თემას მარხვის დაწყებისა და დაბნელებების დერეფნის კონტექსტში განიხილავს:
„ყველაზე აქტუალური და ყველაზე რთულად შესასრულებელი, „პატიება, მიტევება, შენდობაა” გულწრფელად, აპატიო და გაუღიმო მას, ვინც ტკივილი მოგაყენა და გგანადგურა, მარტივი ნამდვილად არაა. ამ სტატიით ბევრი „დამოკიდებული” და „თანადამოკიდებული” ადამიანი დაფიქრდება თავის ქცევაზე. და არა მარტო ისინი. ამ სტატიას, თითოეული თქვენგანი ისე „ჩაიცვამთ” როგორც ერგება თქვენს ცხოვრებას ეს ქურქი. ზუსტად ვიცი.
ბევრს ვსაუბრობ „რთულად მოსანელებელ” თემებზე, რადგან მჯერა, „გამეორება ცოდნის დედაა” და რაც მეტად გავაანალიზებთ და წავიკითხავთ ამაზე, გონება (კალკულტორული აზროვნება) ცნობიერ ენერგიას მიმართავს „გათავისუფლებისკენ” ახლა, როცა მძიმე მარხვის სიჩუმე ნელა ეშვება ქალაქებზე და დაბნელების დერეფანი თითქოს ცასა და მიწას შორის უხილავ კარიბჭეს ხსნის, განსაკუთრებულად მძაფრად იგრძნობა ერთი მთავარი შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა, ადამიანი წყენასა და ტკივილზე მაღლა დადგეს?
ამ შეკითხვაზე ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ლიტერატურული პასუხი გვხვდება „Les Misérables-ში, („საბრალონი”) სადაც ვიქტორ ჰიუგო, ქმნის არა უბრალოდ პერსონაჟს, არამედ ცნობიერების ტრანსფორმაციის არქეტიპს — ჟან ვალჟანს.
(გაანალიზებული მაქვს სხვადასხვა მხატვრული ნაწარმოებიც და მათ სიას გიტოვებთ კომენტარში) ❤️
ეს ნაწარმოები, ფრანგული კლასიკური რომანია, რომელიც როგორც მოგახსენეთ, ერთ კაცზე, ჟან ვალჟანზე მოგვითხრობს.
ვისაც არ წაუკითხავს, მოკლე მონახაზსს დავწერ სიუჟეტის. ვალჟანი პურის მოპარვის გამო 19 წლით ხვდება საპატიმროში. გათავისუფლების შემდეგ საზოგადოება მას არ იღებს — ყველგან “ყოფილი პატიმრის” იარლიყით ხვდება დახურული კარები. სწორედ ამ მომენტში იწყება მისი მთავარი შინაგანი ბრძოლა: გახდეს გამწარებული და შურისმაძიებელი, თუ აირჩიოს სხვა გზა. ის იცვლის სახელს, იწყებს ახალ ცხოვრებას, ხდება პატივსაცემი ადამიანი და სხვებს ეხმარება, თუმცა წარსულის ჩრდილი მუდმივად დასდევს, განსაკუთრებით შეუვალი ინსპექტორი ჟავერი, რომელიც კანონზე მაღლა არაფერს აყენებს.
რომანში ერთმანეთში იკვეთება სიღარიბე, უსამართლობა, რევოლუციური პარიზი, სიყვარულის ისტორია და მორალური არჩევანი. მაგრამ სიუჟეტის ბირთვი ერთ კითხვაზე დგას: შეიძლება თუ არა ადამიანი წარსულის ტკივილზე და საზოგადოების უსამართლობაზე მაღლა დადგეს?
ჰიუგოს პასუხი ჟან ვალჟანის ცხოვრებაში იკვეთება.. ამას, ახლავე გიამბობ ჩემო მკითხველო. ვალჟანის საპატიმროს წლები მასში ქმნის ორ პარალელურ რეალობას: ერთი — გარეგანი იარლიყი („ყოფილი პატიმარი“), მეორე — შინაგანი გამყინვარება. გარიყულობა. ფსიქოლოგიურად, ის არის ადამიანი, რომელიც გაიგივდა (იდენტიფიცირდა) საკუთარ ტკივილთან. როდესაც საზოგადოება მუდმივად გახსენებს შენს დაცემას, შენ ნელ-ნელა იწყებ საკუთარი თავის იმავე თვალით დანახვას. წყენა იქცევა იდენტობად. ტკივილი — ხასიათად.
აქ დგას კრიტიკული წერტილი: ადამიანი ან ხდება თავისი ტრავმის გამგრძელებელი, ან მისი გარდამქმნელი. ვალჟანი გადის შიდა გახლეჩას. შურისძიება მისთვის ბუნებრივი, თითქმის ლოგიკური პასუხია. მაგრამ სწორედ აქ იწყება მისი ნამდვილი ბრძოლა — არა სამყაროსთან, არამედ საკუთარ შიგნით დაგროვილ ბნელ ენერგიასთან. წყენაზე მაღლა დგომა იწყება მაშინ, როცა ადამიანი აცნობიერებს: თუ მე ტკივილს გავამრავლებ, მე თავად გავხდები იმ უსამართლობის გაგრძელება, რომელმაც მე დამანგრია.
ვალჟანის ტრანსფორმაცია არის თავისუფლების ფილოსოფიური აქტი.
გარეგნულად ის შეიძლება თავისუფალია საპატიმროდან, მაგრამ შინაგანად ჯერ კიდევ შურის ტყვეა. ჰიუგოს ხედვაში ნამდვილი თავისუფლება არ არის სოციალური სტატუსი. ეს არის შინაგანი არჩევანი. ფილოსოფიურად რომ განვმარტოო, ვალჟანი დგას ეგზისტენციალურ ზღვარზე: “სამყარო უსამართლოა!” “სისტემა დამთრგუნველია”.
„ადამიანები სასტიკები არიან” და მაინც — ის ირჩევს სიკეთეს.
ეს არჩევანი არ არის სენტიმენტალური.
ეს არის რადიკალური აქტი სამყაროს წინააღმდეგ. როცა უსამართლო რეალობაში ადამიანი მაინც ირჩევს სინათლეს, ის არღვევს მიზეზშედეგობრივ ჯაჭვს. ტკივილი აღარ იწვევს ტკივილს. წყენა აღარ ბადებს წყენას. აქ იბადება სულიერი სიდიადე.
თუ ვალჟანს შევხედავთ ეზოთერულად, მისი გზა ალქიმიის სამ ეტაპს იმეორებს:
1. ნგრევა (Nigredo): სიბნელე, იდენტობის დაშლა, “საზოგადოებრივი სიკვდილი”.
საპატიმრო არ არის მხოლოდ ფიზიკური სივრცე — ეს არის ცნობიერების შავი ფაზა.
ეგო იშლება, მაგრამ ჯერ არ გარდაქმნილა.
2. წმენდა (Albedo): შინაგანი გახლეჩა, შურისა და სინათლის ბრძოლა. “მძიმე მარხვის” მსგავსი პერიოდი, როცა ადამიანი საკუთარ ჩრდილებს უყურებს. ვალჟანი აქ იწვის. წყენა იწვის.. ძველი „მე“ იწვის.
3. ოქრო (Rubedo): ტკივილი გარდაიქმნება თანაგრძნობად. წყენა — მსახურებად.
ინდივიდუალური ტრავმა — კოლექტიურ სიყვარულად. ეს არის ყველაზე მაღალი ფორმა: ადამიანი აღარ მოქმედებს რეაქციით. ის მოქმედებს ცნობიერებით.
მარხვა ყოველთვის არის შიდა გამოფხიზლება. ასტრონომიულად დაბნელების დერეფანი — სიმბოლოა ჩრდილის გააქტიურებისა. ამ პერიოდში ზედაპირული ილუზიები იშლება და ჩნდება კითხვა: რას ვატარებთ გულში? ვალჟანი გვასწავლის, რომ ტკივილი შეიძლება გახდეს ინიციაცია. დაცემამ შეიძლება გახსნას კარი. დაბნელებამ შეიძლება გააჩინოს შიდა მზე. წყენაზე მაღლა დგომა არ ნიშნავს, რომ არ გვტკივა. ეს ნიშნავს — ტკივილი აღარ არის ჩვენი მმართველი.
ვალჟანის სიდიადე ხმამაღალი არ არის.
ის არ ამტკიცებს საკუთარ სიწმინდეს.
ის უბრალოდ ცხოვრობს ისე, რომ მისი წარსული აღარ მართავს მის მომავალს. და ეს არის ყველაზე რთული გზა.. როცა მძიმე მარხვაში ადამიანი საკუთარ გულს უყურებს, როცა დაბნელების ენერგიას ზედაპირზე ამოაქვს ძველი წყენები, ჩვევები, ჩრდილები. ვალჟანის მაგალითი გვახსენებს: შენ შეგიძლია გახდე შენი ტკივილის გაგრძელება — ან მისი გარდამქმნელი. სახელი შეიძლება შეგელახოს. სამყარო შეიძლება უსამართლოც გეჩვენოს. მაგრამ იცოდე, თუ შენში დარჩა უნარი, რომ წყენაზე მაღლა დადგე — მაშინ შენ უკვე გადააბიჯე ბნელ დერეფანს.
ტკივილიდან — ცნობიერებამდე.
წყენიდან — თანაგრძნობამდე.
დაცემიდან — შინაგან სიმაღლემდე.
და სწორედ აქ იწყება ნამდვილი გამარჯვება. და ბოლოს, ჰიუგო თითქოს გვაფრთხილებს: იარლიყი შეიძლება გახდეს განაჩენი — თუ ადამიანი საკუთარ თავს სხვისი თვალით დაინახავს. იმედგაცრუება შეიძლება გახდეს დაღუპვა, თუ გულში მხოლოდ წყენა დარჩება.
მაგრამ ჟან ვალჟანის გზა სხვა რამეს ამტკიცებს. ადამიანს შეიძლება წაართვან სახელი, ღირსება, ადგილი საზოგადოებაში — მაგრამ თუ მან არ დაკარგა შინაგანი არჩევანის უნარი, ის უკვე გადარჩენილია.
რადგან საბოლოოდ არა იარლიყი, არა წარსული, არა სხვების შეცდომა წყვეტს ბედს — არამედ ის, რას იზამ იმ ტკივილთან, რომელიც დაგრჩა. და სწორედ აქ დგას რომანის ყველაზე ძლიერი და მთავარი აზრი: შეიძლება დაგამსხვრიონ, მაგრამ ვერ დაგღუპავენ, თუ საკუთარ თავზე უარს არ იტყვი. თუ დროულად გაიღვიძებ!
შევაჯამებ ასე. რაც არ უნდა იყოს, პატიება არ არის სისუსტე. (როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვის) მიტევება არ ნიშნავს დავიწყებას. შენდობა არ ნიშნავს ტკივილის გაუქმებას. ეს ნიშნავს — წყენას აღარ მისცე შენი სიცოცხლის მართვის უფლება.
აქ არის ყველაზე მტკივნეული, მაგრამ ყველაზე განმათავისუფლებელი ჭეშმარიტება: ადამიანს ანადგურებს არა მხოლოდ ის, ვინც ატკინა — არამედ ის წყენა, რომელსაც წლების განმავლობაში გულში ინახავს. თუ ჩვენ ვრჩებით ტკივილის იდენტობაში, თუ მუდმივად ვიმეორებთ საკუთარ ტრავმას, თუ სხვების შეცდომას საკუთარ არსად ვაქცევთ — ჩვენ თვითონ ვაგრძელებთ საკუთარ ტანჯვას.
ჰიუგოს გზავნილი მკაფიოა: შეიძლება სამყარომ გაგიცრუოს იმედი. შეიძლება ყველაზე ახლობელმა დაგტოვოს.
შეიძლება იარლიყმა დაგამძიმოს. მაგრამ საბოლოოდ ერთი არჩევანი ყოველთვის შენში რჩება: გახდე შენი ტკივილის გაგრძელება, თუ გახდე მისი გარდაქმნა.
და თუ შენში დარჩა უნარი, რომ აპატიო თავს და სხვასაც, არა იმიტომ, რომ ის იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ შენ თავისუფლება გინდა — მაშინ შენ უკვე აღარ ხარ მსხვერპლი.
შენ ხარ ცნობიერება, რომელმაც აირჩია ამაღლება. და ეს არის ის გამარჯვება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს. ავტორი: ქეთევან ჯანდიერი (Ketevan Jandieri) გამოიწერე გვერდი და გამომყევი“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბავშვს უნდა ვუთხრათ, რომ აქვს ყველაფრის უფლება....“ - ფსიქოლოგი მარიამ დავითინიძე
⭕როგორ შევინახოთ მწვანილი? - რჩევები სურსათის უვნებლობის სპეციალისტისგან
⭕„15 წელი ისე ვიცხოვრე, ჩემი ქმრის ტელეფონში ცალი თვალითაც არ გამიხედავს“ - ხატია სიჭინავა