Digest Logo

„შვილებთან ერთად ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გახლდით, ნაყინს მივირთმევდით. მოვიდა ვიღაც დედამო@@@ლი ქალი და მითხრა...“- რას წერს შალვა რამიშვილი

1674470652
ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი

ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა და საჯაროდ უთხრა, რომ ის არაკაცია, ერეკლე მეფე კი გმირი. ფაქტის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

აღნიშნულმა პოსტმა ლევან ბერძენიშვილის მიმართ კიდევ ერთხელ გამოიწვია აგრესია, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ის დაიცვეს. ასევე გამოჩნდნენ ნათია ბერიძის მხარდამჭერების, მათ შორის ერთ-ერთი  „პოს ტვ-ის“ დამფუძნებელი, შალვა რამიშვილია, რომელმაც საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფა საკუთარ თავზე გამოცადა და განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბერიძეს აკრიტიკებენ, ანალოგიურ სიტუაციაში შალვა რამიშვილზე მომხდარ სიტყვიერ შეურაცხყოფას საზოგადოებრივ დაკვეთად აფასებენ.

„სამი თვის წინ შვილებთან ერთად ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გახლდით (სამი ბიჭი ჩემთან ერთად იყო). ნაყინს მივირთმევდით. მოვიდა ვიღაც დედამო@@@ლი ქალი და მითხრა: „ნაყინს რო მიირთმევ, განავალი ხო არააო“ 

რატომ მეუბნები ამას-თქო? – მშვიდად ვკითხე. იმიტომ რომ პუტინის მონა ხარო (ასე მითხრა სიტყვა-სიტყვით)!.

მე უბრალოდ ვუპასუხე: „წაი ახლაა აქედან, რაც გინდოდა ხო ქენი თქო?!“ და დედამ@@ლი ქალი ვალმოხდილი გამშორდა.

ეს ყოველივე აუღელვებლად აღვიქვი. ვიცი, რისი გადახდა მიწევს ჩემი საჯარო პოზიციისთვის და ამისთვის მუდამ მზად ვარ. ისიც ვიცი, რომ გარდა გამხნევებისა და დალოცვისა (ასეთები უმრავლესია) ბინძურ ლანძღვასაც მივიღებ. პროსტო იმათ შეგეცით, რომლებიც ჩემს ზემოაღწერილ შემთხვევას აქტივისტის „სამოქალაქო პოზიციად“ შეაფასებთ, ხოლო ნათიას ლევან ბერძენიშვილისადმი არასკაბრეზულ მიმართვას - „არადამიანურ გამოხტომად!“, - წერს შალვა რამიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„წლის დასაწყისშივე ძალებს თავი თუ ვერ მოვუყარე და 2023 ისე ვერ დაიწყე, როგორც გეგმავდი, გული არ გაიტეხო, ყველაფერი ახლა იწყება...“ - რას გვირჩევს ასტროლოგი?

🔵„არ არის გამორიცხული, 2023 წელს, რისიც ჩვენ არ გვჯეროდა, ის გამჟღავნდეს“ - გიორგი ლობჟანიძის წლის პროგნოზი

🔵როგორი იქნება თქვენი ჯოჯოხეთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?