Digest Logo

„სინანულში, პერიოდულად მონაცვლეობს სიხარული და მგლოვარება...“ - თეოდორე გიგნაძე

1757509154
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, სადაც სინანულზე საუბრობს:

„სინანული თავისი არსით, თავისი სიღრმისეული განმარტებით, არის არა დათრგუნულობა - არამედ ადამიანის მეტამორფოზი.

მეტამორფოზი ვლინდება ორი მიმართულებით:

1. საკუთარი თავის დანახვით - როცა ვმგლოვარებ,
2. ღმერთისაკენ სწრაფვით - როცა მიხარია;

ამიტომ, სინანულში, პერიოდულად მონაცვლეობს სიხარული და მგლოვარება, მაგრამ, სიხარული ყოველთვის უნდა აღემატებოდეს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სალომე შარვაძე დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს აქვეყნებს - „იბრწყინე ჩემო საყვარელო“

🎥 „წარმოიდგინეთ, სადამდე მივედი, რომ წამლის სმა დავიწყე...“ - რუსკა მაყაშვილი ემოციურ მდგომარეობასა და ფსიქოლოგიურ სირთულეებზე

⭕ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელიც სექტემბერში წარმატების გასაღებს იპოვის - „მიმდინარე თვე ძალიან ძლიერ ენერგიასა და მოტივაციას გაძლევთ“