
ბლოგერი ნათია ქოლუსი ფეისბუკის პირად გვერდზე მსახიობ თამარ მაყაშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს და ადამიანის საჯაროდ და სასტიკად დასჯას ემიჯნება.
ამასთან ნათია ქოლუსი წერს, რომ მიმდინარე პროცესი ფარისევლობაა რადგან, ყველა ადამიანი, რომელმაც მაყაშვილი გააკრიტიკა, თავადაც დასცინის, ან დაუცინია ვინმესთვის გემოვნების გამო.
„თამარ მაყაშვილს ჩემი დასაცავი რა სჭირს მაგრამ, ისე ათრევენ გემოვნებაზე გაკეთებული ხუმრობისთვის, გეგონება გოიმი არასდროს არავისთვის დაუძახიათ და ვინმეს ჩაცმულობაზე არასდროს უხუმრიათ რა.
განსაკუთრებით მისივე პროფესიის და ბაბლის წარმომადგენლებზე მაქვს ლაპარაკი, რა მაგარი ფარისევლობაა!
და რაც არ უნდა არ მოგწონდეს თამარ მაყაშვილი, „ქენსელ“ კულტურა არაა კაი ამბავი. ანუ გაუქმების კულტურა. აი, თუნდაც ბანძი ხუმრობის გამო რომ სამსახურს აკარგინებენ მის სამომავლო კარიერასაც ანგრევენ. ისიც დაიწყეს, რომ რა კარიერა მაგას ჰქონდაო. რაც ჰქონდა! რა მნიშვნელობა აქვს.
მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც იმასთან მივდივართ რომ ინტერნეტში ოღონდ ფეხი გადაგიბრუნდეს და ეგრევე სვავებივით ვართ! საკუთარ თავზე არც ისეთი კარგი წარმოდგენის მქონეებს გვიხარია სხვისი შეცდომა. ერთი სული გვაქვს ვათრიოთ!
გაუქმების კულტურა სწორედ მაგ სვავობაზეა დამყარებული და მაგიტომ გაიდგა ფესვი. ვიმეორებ, არ მაინტერესებს მოგწონს თუ არა ეს ქალი, გაუქმების კულტურა არის უბანძესი რამ!
აბა, აიღეთ ონლაინ ქვები და ყველამ ერთად დავცხოოოთ“, - წერს ნათია ქოლუსი.
ცნობისთვის ტელეკომპანია იმედის ეთერში მსახიობმა თქვა: „არასდროს ვაცმევდი ამათ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე, კატოს არ აცვია ხულოელი ბავშვივით, რაღაც საშინელი ბეშუმური კაბა“.
თავად ტელეკომპანია „იმედი“, შექმნილი უხერხულობის გამო, წუხილს გამოთქვამს და ადასტურებს პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც რესპონდენტის მიერ ეთერში ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„თამარ მაყაშვილის გამოჩენა ეთერში ჩემთვის ნიშნავს ხმაურს და უაზრო ლაპარაკს“ - მანანა მანჯგალაძე
🔵„იძიეს შური დიდი მაესტროს ლუბიმჩიკის კარიერის დანგრევის გამო?“ - რუსუდან გოცირიძე თამარ მაყაშვილზე
🔵„ჩაიხედეთ თქვენს გულებში - საზოგადოებისგან ასეთ გადავლას არ იმსახურებდა“ - ქეთა ბარამიძე