ცოტა ხნის წინ მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე მეუღლეს აკა სამხარაძეს დაშორდა.
სავარაუდოდ, აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება ის, რომ თამო შვილებთან ერთად ახალ ბინაში იცხოვრებს, რომელსაც თვის ბოლოდან იქირავებს.
ახლახან კი თამომ სოციალურ ქსელში საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობს. თავად პირის ვინაობას არ ამხელს, მაგრამ საქმე მისი კომპანიის განადგურებას ეხება:
„ჩემი ერთი პოზიცია უნდა გითხრათ და ვფიქრობ, ადრესატთან მივა მარტივად.
ამ თემას საბოლოოდ ვეხები, წერტილს ვსვამ ძალიან დიდს! უბრალოდ მტკიცედ, მკაფიოდ, ძლიერად ჩემი პოზიცია უნდა იცოდეს!
მე შეიძლება არავინ მყავდეს, არც პოლიციაში, არც მთავრობაში, მაგრამ ჩემს თავს სუსტად არ ვთვლი. არ ვთვლი თავს იმ გოგოდ, რომელიც შეიძლება მუქარამ შეაშინოს.
მე რომ სულ ნულზე დავრჩე, სულ რომ გამინადგურონ ჩემი კომპანია, წამართვან ყველაფერი - არ მეშინია ნულიდან ავდგე. ჩემთან შანტაჟის ენით საუბარი ყველაზე ცუდი მეთოდია. არაფერს ვაკონკრეტებ, განვაგრძობ ჩემს ცხოვრებას.
მინდა იცოდეთ, ადამიანებო, ვისაც ეს ეხება, კარგად შემომხედეთ! იცით, მიცნობთ როგორი ადამიანი ვარ, როგორი კეთილი გული მაქვს, მაგრამ ისიც იცით, სულით როგორი ძლიერი ვარ! მე სუფთა ადამიანი ვარ, არ ვთამაშობ ბინძური თამაშებით. მხოლოდ სიმართლის მხარეს ვარ! არავისი არც სახლი მინდა, არც მანქანა, არც არასდროს მქონია ამის ამბიცია! ერთი იცოდეთ, ნულიდან დავიწყებ!“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: