Digest Logo

„თავადაც შეიძლებოდა მსხვერპლი ყოფილიყო, მაგრამ სიკვდილს გამარჯვების უფლება არ მისცა“ - ქეთევან ქარდავა

1665729394
ქეთევან ქარდავა

ჟურნალისტი - ქეთევან ქარდავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

მისი თქმით, მეეზოვე, რომელმაც ბავშვების სიცოცხლე იხსნა, თავადაც, შესაძლოა, მსხვერპლი ყოფილიყო.

„13 ოქტომბრამდე ბევრისთვის უცნობი დევი მეზურნიშვილი ჩვენი მაგალითი, მისაბაძი ადამიანი და სიმამაცის საზომი გახდა.

მეზურნიშვილის საქციელმა დაგვარწმუნა, რომ გმირები ჩვენს გვერდით არიან და თავდადების ისტორიას წერენ. დევი მეზურნიშვილმა მშობლებს ყველაზე ძვირფასი - შვილების სიცოცხლე აჩუქა და აუტანელი ტკივილისგან, ტანჯვისგან და ტრაგედიისგან იხსნა.

ვაკის პარკის მებაღემ ფანტანიდან ორი ბავშვი ამოიყვანა და წყალში შესვლით მოზარდები სიკვდილს გადაარჩინა.

თავადაც შეიძლებოდა 13 ოქტომბრის მსხვერპლი ყოფილიყო, მაგრამ სიკვდილ-სიცოცხლის შეჯიბრის დროს სიკვდილს გამარჯვების უფლება არ მისცა. ცხოვრება წამიაო და მართლაც ასეა.. მოზარდების და დევის სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა. გარისკა. დევი მეზურნიშვილი გმირია.

უცნობი/ნაცნობი დევი. ვიცით, რომ სტატუსი საკმარისი არ არის და არ არსებობს სიტყვა, რომელიც თქვენდამი მადლიერებას გამოხატავს. არ დავიღლებით თქვენი პატივისცემით. მადლობა დევი მეზურნიშვილს  და ჯანმრთელობა ყველას!!“ - წერს ქარდავა.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო...“ - რას წერს ჟურნალისტი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

🔵სად იყო ხარვეზი და რატომ იყო მაღალი ძაბვა იმ სივრცეში, სადაც, წესით, ბავშვები უსაფრთხოდ უნდა თამაშობდნენ

🔵 ვაკის პარკის ტრაგედიისას დაღუპული გოგონას ვიდეო კორტებიდან - ვიდეო

🔵„ახლა მხოლოდ ორი სიტყვა უნდა ცხოვრობდეს ამ ქალაქში: სამძიმარი და პასუხისმგებლობა“ - გიორგი კეკელიძე