Digest Logo

„თავიდან იყო ხუმრობა, მერე მოყვა ზაზას დაცინვა... აბზიანიძემ ძველი კომენტარი „მოსქრინა“, რომელიც ამ ამბავთან არაფერ შუაშია და ზაზას პასუხად გაასაღა...“ - არჩილ მარშანია თელიასა და აბზიანიძის დაპირისპირებაზე

1644411688
არჩილ მარშანია

ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის ექიმ - ზაზა თელიასა და ბლოგერ - დათო აბზიანიძის შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აზრს აფიქსირებს.

მისი თქმით, ბლოგერის ქმედება უტრირებულია და ნორმას გასცდა, რადგან ეს აღარ იყო ხუმრობა, ეს უკვე ეხებოდა პირად შეურაცხყოფას.

აგრეთვე, როგორც პოსტიდან ვიგებთ, აბზიანიძის მიერ გამოქვეყნებული თელიას კომენტარი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და ძველი კომენტარი გახლდათ.

„ვაბშე გაუქმებული მქონდა ფეისბუკი მაგრამ ძალიან ტვინი მომე##ნა მესენჯერშიც და ბოლოს აბზიანიძის ვიქტიმიზაციის პოსტიც ვნახე და ამისთვის აღვადგინე რომ დამეწერა, რეალურად რა მოხდა ზაზა თელიას შემთხვევაში.

ყველამ თუ არა, ამ ჩემმა „ბაბლმა“ იცის რომ ზაზა ჩემი ძმაკაცია და მაგიტომ, თორემ აბზიანიძე ზოგადად ვიღაცების ბულინგით რომ არის დაკავებული, ეგ ყველამ იცის, უბრალოდ, ამ შემთხვევაშიც მაგისთვისაც (მე რაც ვიცი) გამონაკლისი „ქეისია“ არაფრის გამო დაცინვა და ბულინგი მაგისგანაც არ მინახავს.

საერთოდ სოცქსელი არის დიდი ცდუნება რომ ხუმრობა ხუმრობაში ისე გადახვიდე მოუკრეფავში რომ ვერც მიხვდე და მერე რომ დაფიქრდები მიხვდები რომ ზედმეტი მოგივიდა, ან მეორე მხრივ სოცქსელი თავშესაფარიცაა იმ ხალხისთვის, ვისაც რეალობაში არაფრის ტ#აკი არ აქვთ და ვირტუალურ ქსელში პოვებენ ხოლმე გამოსავალს.

თორემ, აბა როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, ქუჩაში ერთი უცნობი ადამიანი მიუახლოვდეს მეორე უცნობ ადამიანს, დასცინოს და/ან #ლე ეძახოს, არაფრის გამო?

ხუმრობას/იუმორს, დაცინვას და შეურაცხყოფას შორის დიდი სხვაობაა ძალიან, მიუხედავად იმისა რომ დაცინვაც შეიძლება და შეურაცხყოფის მიყენებაც ნებისმიერისთვის თუ ვინმე ამას იმსახურებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ზაზას არაფერი გაუკეთებია, არაფერი საერთოდ.

მიუხედავად იმისა რომ, ახლა აპელირებენ თურმე ზაზას იუმორის გრძნობა არ აქვს.

ჯერ ერთი ყველას თავისი შეხედულება აქვს იუმორზეც და იმაზეც რა მოეწონება და რა არა, თუმცა ქრონოლოგიურად ასე იყო:

თავიდან იყო ნამდვილად ხუმრობა, ყველამ იღადავა, ზაზა ვაბშე გაგებაში არ იყო, მივწერე და ვანახე ეგ სურათი, იმ რაღაცა მედიამ რომ დადო, მიმი გამოვიდა და სასაცილო იყო, ხალხმა აიტაცა.

მერე მსუქნებმა დიეტაზე მკითხეთო, უცოლოებმა ცოლის მოყანაზეო და ა.შ. ეგ არის იუმორი და სასაცილო, ანუ „მიმზე“ იცინი და არა პიროვნებას დასცინი რამეზე.

მეც ვიცინე და ზაზამაც მათ შორის, უბრალოდ ზაზამ დაიკიდა, ვაბშე რა აუცილებელია მაინცდამაინც ყველა ერგებოდეს ფეისბუკის და შიდა ბაბლურ ხუმრობებს. დაიკიდა და დააიგნორირა.

ამ ხუმრობას მოყვა მერე გადაჭიჭინება, ძირითადად აბზიანიძის მხრიდან, და არა „მიმზე“ ღადაობით არამედ კონკრეტულად ზაზას მიმართ და იუმორი გადავიდა დაცინვაში, ეს დაცინვა გაგრძელდა რამდენიმე დღე თან, ამას მერე მოყვა კომენტარებში აქტივობა, დაიწყო ზაზაზე ღადაობა, რასაც მოყვა ქილიკი „მაგას უყვარს ყურადღება კაცო“, მერე პროფესიული შეფასება „აუ ეგ რანაირი ექიმი იქნება“, მერე რიგებიც გაუხსენეს „აუ უეჭველი ორ სიტყვას მიუგდებს პაციენტს და ეგაა, რას დგანან რიგებში“, ვიზუალზე დაცინვა „ამას უეჭველი ქვეყანაზე დარდში აქვს თმა გაცვენილი“ და ა.შ. და ა.შ.

ეს ყველაფერი საჯაროდ იასნა, რასაც ვუყურებდით ყველა, მათ შორის ზაზა.

მერე აბზიანიძემ მოსქრინა ზაზას ძველი კომენტარი რომელიც ამ ამბავთან არაფერ შუაშია, ქავერად დაიყენა და გაასაღა ზაზას პასუხად ამ ყველაფერზე (ვაბშე ამაზეც რო ყოფილიყო რაა რო, მარა ენივეი);

აი, უკვე ამ ყველაფრის შემდეგ იუმორს რომ გაცდა ეს ამბავი, ზაზამ პირადად მიწერა მშვიდად და პირდაპირი მნიშვნელობით სთხოვა სხვა რამეზე იღადავეო, რაზედაც აბზიანიძის მხრიდან ღადაობა და ტროლაობა მიიღო და მერე პირადი მიმოწერის სქრინების გასაჯაროება;

ამას უკვე ზაზას მხრიდან მოყვა კბილების დალეწვის კომენტარი და თან აბზიანიძესთან უკვე არა მარტო ზაზაზე, ზაზას ოჯახის წევრებზე ღადაობა და შეურაცხყოფები იყო და ა.შ. და ა.შ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ეს ყველაფერი ხდება არაფრის გამო.

საბოლოოდ ზაზამ დაწერა პოსტი ფეისბუკის გაუქმებაზე, რაც აბზიანიძემ თავისი მრევლისთვის სხვანაირად გადათარგმნა და საკუთარი თავის ვიქტიმიზაციას მიაწვა, ვითომ ზაზამ დაწერა „ბლოგერი დათო აბზიანიძის გამო წყვეტს უფასო დახმარებას“, სინამდვილეში არაფერი მსგავსი არ დაუწერია, თქვა რომ ამას ვეღარ შეძლებს იმ ელემენტარული მიზეზის გამო რომ სოცქსელი აღარ ექნება, სოცქსელის გაუქმებაზე იყო სტატუსი და არა პაციენტების არ მიღებაზე ან დახმარებაზე, თორემ ისიც მიაწერა რომ ვათსაპში და ვაიბერში აგრძელებს კომუნიკაციას;

ანუ რომ შევაჯამოთ, ხუმრობაზე ყველამ იცინა, ზაზას ჩათვლით, მაგრამ მერე კაცს პირდაპირ დასცინა რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტად, მათ შორის გააგრძელა მაშინაც კი როცა ადამიანურად სთხოვა რომ არ მოსწონდა ეს ბულინგი, კომენტარებში სასტავს ალანძღინა და დააცინინა, ოჯახის წევრებზე აღადავა (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რო ეს ყველაფერი არაფრის გულისთვის), ჭკუიდან გადაიყვანა ტიპი და ახლა ეგ და თავისი მრევლი ადეკვატურ პასუხს სთხოვენ, ვუაიმე თურმე როგორ ვერ გაიგო ზაზა ექიმმა „თავიშუფალი“ სიტყვა და იუმორი და აქეთ არის თურმე მსხვერპლი, თურმე ეს ყველაფერი მაგისთვის პაციენტების გასაზრდელად გაკეთდა, დაჟე ვიღაცას მიწერა რჩევა როგორ მოქცეულიყო ზაზა და საუკეთესო სურვილებით დაამთავრა.

აქვე განსაკუთრებული მოკითხვა ჩემ „მეგობრებს“ ამ სა#ლევეთს და არაფრის გამო ადამიანის ლანძღვას, დაცინვას და ბულინგს რომ ტაშს უკრავდნენ, თან იმის პარალელურად როცა იციან რო ჩემი ძმაკაცია ზაზა, მაგრამ მაგის აქ განხილვას არ ვაპირებ.

დანარჩენებს რაც შეგეხებათ, არაფრის გამო ბულინგზე, თქვენი ან თქვენი ოჯახის შეურაცხყოფაზე, დაცინვაზე, პროფესიული ღირსების შელახვაზე ვისაც კბილების ჩამტვრევის სურვილი არ გიჩნდებათ, შეგიძლიათ „თავიშუფალი“ სიტყვის ჭუ#უ წელოთ ხოლმე და არაფრის გამო ქუჩაშიც, კეფაში ვინმე თუ წამოგარტყამთ ან სახეში შეგაფურთხებთ, იქვე არაფერი უთხრათ, აქ მოდით და აღშფოთება გამოთქვით ფეისბუკზე არაა პრობლემა, თქვენი არჩევანია.

გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ხალხი ვინც ეგრე არ ფიქრობს, მეტიც, სულ სი#ზე გვკიდია ეგ მიდგომა.

არც თუ ისე დიდი პატივისცემით არჩილა ექიმი“,- წერს მარშანია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„შეურაცხყოფა მომაყენა... ჩავიკეცე“ – რა შეემთხვა თიკა ჯამბურიას

🔵„დამითმია ბურთი და მოედანი „ბლოგერებისთვის“ - ზაზა თელია ფეისბუკ გვერდს აუქმებს

🔵„ჯანმრთელობაზე არანაკლებად, ადამიანური ურთიერთობების ტრაგედიაა. კიდევ უფრო დაგვაშორა ადამიანები ერთმანეთს“ - არჩილ გამზარდია პანდემიაზე

🔵„ვარ კრემაციის მომხრე... შენს სხეულს ჭიაღუები არ ჭამენ და თავიდან ირიდებ პომპეზურობას“ - ლაშა ბერულავა