
„ზაზა თელიას რჩევები თმის ცვენასთან დაკავშირებით...“ და ქარდზე გამოსახული ექიმი ზაზა თელია... ალბათ, გონებაში სწორედ ის ქარდი გაგახსენდათ, რაზედაც უნდა მოგიყვეთ.
ბოლო დღეებია სოციალური ქსელი აჭრელდა ზაზა თელიას ქარდით, რომელიც თმის ცვენასთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს მკითხველს. იქიდან გამომდინარე, რომ თავად ექიმი არც თუ ისე ხშირთმიანია, აღნიშნული ქარდი ბევრისთვის სახალისო აღმოჩნდა.
ამ თემაზე უამრავმა ადამიანმა იხუმრა და ერთ-ერთი იყო ბლოგერი დათო აბზიანიძე.
👇 „ზაზა თელიას რჩევებით დაწყებულმა პირველმა დღემ უკარგესად ჩაიარა“.
აბზიანიძის ხუმრობებს გამოეხმაურა ზაზა თელია და სთხოვა, აღარ ეხუმრა აღნიშნულ საკითხზე, რაზედაც აბზიანიძემ მასთან უახლოესი ვიზიტის ჩანიშვნა სთხოვა. (როგორც იცით, თელიასთან ვიზიტს პაციენტები თვეობით ელიან)
👇 „ჩემები ვინ ხართ სექტემბერში ჩაწერილი? გადმოგწერთ“
თელიას გაფრთხილების შემდეგ: „პირი გამოირეცხეთ ყველამ თელიას სანამ ახსენებთ“ - აბზიანიძემ სოცქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:
👇 „ვითვალისწინებ ექიმ ზაზა თელიას მოთხოვნას და აწი ყოველი მისი სახელის ხსენებისას პირს გამოვირეცხავ“.
ამის შემდეგ იყო თელიასგან მუქარის შემცველი პოსტი:
👇 „ბავშვობა რომ გავიხსენო და ეს კბილების გარეშე დავტოვო წინააღმდეგი ხომ არ იქნება ვინმე?“
👇 თელიას ამ განცხადებას ჟურნალისტი ხატია სიჭინავა გამოეხმაურა:
👇 და ბოლოს, აბზიანიძემ ბოდიში მოუხადა ზაზა თელიას და აღნიშნა, რომ ბრწყინვალე დერმატოლოგია.
„მეგობრებო, ძალიან ბევრმა მომწერეთ, რომ ზაზა თელია ბრწყინვალე დერმატოლოგია და თავისი საქმის უბადლო მცოდნე.
შემდგომ ისიც აღმოვაჩინე, რომ ის თმის ცვენაზე რჩევა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ყოფილა და თმის ანდროგენულ ცვენას (გამელოტებას) სულაც არ გულისხმობდა.
საბოლოოდ მივხვდი, რომ ფეისბუკი ამ ბოლო დროს დაუნდობელი ბულინგის ინსტრუმენტად იქცა და ყოველ ჩვენგანს შეგვიძლია ისეთი ბოროტება ჩავიდინოთ, როგორიც მაგ ფოტოზე გაცინებაა.
ამიტომაც, გადავწყვიტე, რომ ზაზა თელიაზე, ამ პროფესიონალ ექიმზე და შესანიშნავ დერმატოლოგზე დაწერილი ყოველი პოსტი ჩემი „ვოლიდან“ წავშალო და საჯაროდ ბოდიში მოვუხადო.
ბოდიში, ზაზა ექიმო!“ - წერს აბზიანიძე.
👇 აბზიანიძესთან ერთად თელიას ქარდზე ხუმრობებს მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე გამოეხმაურა და კომენტარებში საკუთარი აზრი დააფიქსირა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სიცოცხლის ბოლო წუთამდე უანგაროდ ემსახურებოდა ჩვენს სამშობლოს“ - ენვერი ქალდანი გარდაიცვალა
🔵თბილისში სვავმა საკანცელარიო დანა გადაყლაპა - ნახეთ, როგორ გადაარჩინეს ფრინველი (ფოტოები)