Digest Logo

„თავისუფალი ხალხის კონტროლი და დაშინება შეუძლებელია. მაგრამ, უკვე ძალიან, ძალიან გვიანია!“ - მებო ნუცუბიძე

1678349824
მებო ნუცუბიძე

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით ყოველგვარი დათქმის გარეშე მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ე.წ. აგენტების შესახებ უკან გაიწვიეს.

🔵„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით ყოველგვარი დათქმის გარეშე მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ე.წ. აგენტების შესახებ უკან გაიწვიეს“.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მუსიკოსი მებო ნუცუბიძე გამოეხმაურა.

„აი, რატომ არ უნდათ დასავლეთი.

აი, რატომ არ უნდათ ევროპა.

იმიტომ რომ თავისუფალი ხალხის კონტროლი და დაშინება შეუძლებელია.

მაგრამ, უკვე ძალიან, ძალიან გვიანია!

თავისუფლებაში დაბადებული ახალი თაობა თავს არ დაუხრის არავის და არაფერს.
არასდროს!

ვამაყობ იმ ადამიანებით, ვინც მთელი ღამე შიშველი ხელებით იცავდნენ ჩვენს მომავალსა და ღირსებას.

დიახ, ნამდვილ ღირსებას და არა ჰეშთეგში ჩასმულ ბუტაფორიას.

საქართველო ევროპაა!

ჩვენ თვალწინ ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია იწერება.

#არარუსულკანონს“,- წერს ნუცუბიძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ 👇

🔘„თუ ძალიან გაინტერესებთ, უფრო ადრე მინდოდა ამის დაწერა“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

🔘„არავინ გაბედოს პირადში მოწერა და შეურაცხყოფის მოყენება! გინება მეც შემიძლია და გინებაზე მეტი, თუ საჭირო გახდა !“ - რას წერს გივიკო დიდია

🔘„ევროპელობა მხოლოდ დროშის ფრიალი არაა... მე ვარ „მეგრელი“ და მაშასადამე ევროპელი, ახალი ამბავია ეს?!“ - ნანუკა გულუა

🔘„500 კაცი ელოდება კლუბში შეშვებას. აი, ამათ უნდათ წიწაკის სპრეი და ბროწეულის ოყნა. ცხოვრება გამოგრჩათ, ქვეყანა გამოგრჩათ ბანძ კლუბებში ძიგძიგით“ - კატუ ცხადაძე