ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„თავისუფლება ადამიანის უმაღლესი ღირებულებაა,
შესაბამისად — ყველაფერი ნებადართულია.
— ვისგან არის ნებადართული?!
— რა თქმა უნდა, ღმერთისაგან.
აჰა — ეს სამყარო შენია,
სამყაროს მეუფე ხარ,
რაც გინდა — ის აკეთე,
როგორც გინდა — ისე მოიქეცი,
და…
თავისუფალი ვარ! — ყვირის ადამიანი.
,,თავისუფალი“,
ეს სიტყვა გეუბნება, რომ გაქვს არჩევანის შესაძლებლობა — ან ეს, ან ეს,
ანუ რომელიღაც კარგია,
და რომელიღაც ცუდია,
და შენ უნდა უნდა იფიქრო, რა შედეგი მოჰყვება შენს არჩევანს
— კარგი თუ ცუდი?
ანუ, თავისუფლება არის ინსტრუმენტი,
რომელიც გაძლევს, სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ჩემპიონატში თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
⭕როგორ შევინახოთ მწვანილი? - რჩევები სურსათის უვნებლობის სპეციალისტისგან