ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ახალი ცა,
და ახალი ქვეყანა რომ შეიქმნება...
სადაც თითოეული გონიერი არსება, ანგელოზი და ადამიანი, საღმრთო ცოდნას და მადლს მიიღებს არა იერარქიულად(ზემოდან ქვემოთ),
არამედ პერსონალურად — უშუალოდ ქრისტესგან,
და თითოეული ადამიანი, იქნება დატევნის შესაბამისად სრულად სავსე,
და შეიძლება, ერთი უფრო დიდი იყოს მეორეზე — მაგრამ ორივე თანაბრად ბედნიერი იქნება,
და, ამავე დროს, ერთიც იზრდება და მეორეც იზრდება,
მანამ, სანამ(როგორც პავლე მოციქული ამბობს) სრულ ქრისტეს ჰასაკამდე,
ანუ ქრისტეს მსგავსებამდე არ მივა,
გესმით?!
გესმით რა დიდებულება გველოდება?!“, - წერია დეკანოზის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გარდაიცვალა დეკანოზი თეიმურაზ ყიფშიძე
🔵„სიმდიდრე არის უნარი - შეიგრძნო ცხოვრება მთელი მისი სისავსით...“ - ნინო თოფურია
🔵ექიმი ლევან შელეგია: სექსი, ჯანმრთელობა და ფსიქიკა - პრაქტიკული რჩევები ყოველდღიურ ცხოვრებაში