რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
ოკუპაციის თემას სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისი მუშაობის განმსაზღვრელი მიმართულება იყო სწორედ ოკუპაცია.
„ოკუპაციის თემა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩემი მუშაობისას განმსაზღვრელი მიმართულება იყო - თითქმის ყველა სოფლის ბიბლიოთეკა, რომელიც ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარეობდა, განვაახლეთ.
ბევრ მსგავს სოფელში სკვერის ულამაზესი ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ კორპუსის ფასადი მოიხატა და აგვისტოს კედელი დაერქვა. გავხსენით დამოუკიდებლობის დარბაზი, სადაც ანწუხელიძის კედლის მოხატვა დავიწყეთ ოჯახთან თანამშრომლობით.
მიხარია, რომ ამ გზას სექტემბრიდან უკვე წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება გააგრძელებს“, - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი აგვისტოს ომის უმძიმეს კადრებს აქვეყნებს
⭕„ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ“ - რას წერდა აგვისტოს ომის გმირი?