ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად თემაზე: ტრაგედია, რომელსაც „გამოუგონებელი ცხოვრება“ ჰქვია: როგორ ვწერთ საკუთარ თავს? - წერს:
„ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ საკუთარ იდენტობას ხშირად აღვიქვამთ, როგორც დასრულებულ, ფიქსირებულ მოცემულობას. სოციუმის, ტრადიციებისა და აღზრდის გავლენით, გაუცნობიერებლად ვეგუებით ერთ კონკრეტულ როლს და საკუთარ თავს განვსაზღვრავთ ფრაზებით: „მე ასეთი ვარ“, „ეს ჩემი ხასიათია“, „ეს ჩემს ბუნებაში არ ზის“.
ამ დეტერმინისტულ ხაფანგში ადამიანი კარგავს თავის მთავარ ეგზისტენციალურ დანიშნულებას — იყოს საკუთარი ცხოვრების ავტორი.
ამერიკელი მკვიდრი მოსახლეობის, კერძოდ კაიოვას ტომის წარმომადგენელმა, პულიცერის პრემიის ლაურეატმა მწერალმა ნავარ სკოტ მომადეიმ იდენტობის თემაზე ერთხელ თქვა:
„ჩვენ ვართ ის, რასაც წარმოვიდგენთ. ჩვენი არსებობა სწორედ საკუთარი თავის წარმოსახვაში მდგომარეობს... ჩვენი საუკეთესო ხვედრია, სრულფასოვნად წარმოვიდგინოთ, ვინ და რა ვართ. ყველაზე დიდი ტრაგედია კი, რაც შეიძლება თავს გადაგვხდეს, არის ის, რომ დავრჩეთ გამოუგონებელნი“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბავშვს უნდა ვუთხრათ, რომ აქვს ყველაფრის უფლება....“ - ფსიქოლოგი მარიამ დავითინიძე
⭕როგორ შევინახოთ მწვანილი? - რჩევები სურსათის უვნებლობის სპეციალისტისგან