Digest Logo

„წმინდა მარიამმა დედა მიწაზე, დედობრივ მზრუნველობით, სიყვარულისთვის შექმნილ კოსმოსურ პლანეტაზე, შვა, ასევე სიყვარულის მქადაგებელი ღმერთი“ - გიორგი ლობჯანიძე

1789996158
გიორგი ლობჯანიძე

დღეს, 21 სექტემბერს, ქრისტიანული სამყარო 12 საუფლო დღესასწაულთაგან პირველს — ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს.

საეკლესიო გადმოცემით, იოაკიმესა და ანას მრავალწლიანი ლოცვის შედეგად დაბადებულმა მარიამმა კაცობრიობის ხსნის დასაბამი ჩაუყარა, რის გამოც ეს დღე ქრისტიანული სამყაროსთვის განსაკუთრებული სასოებისა და სულიერი სიხარულის სიმბოლოს წარმოადგენს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციულ პოსტს ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე გვიზიარებს:

„გილოცავთ ყველას ღვთისმშობლობას! თქვენ თუ დაუფიქრდებით რამხელა საიდუმლოს ინახავს წმინდა მარიამისადმი მიმართული სიტყვა „დედ უფალი“, რომელ სიტყვასაც წმინდა მამები და განსწავლული თეოლოგები ხშირად იყენებენ.

წმინდა მარიამმა დედა მიწაზე, დედობრივ მზრუნველობით, სიყვარულისთვის შექმნილ კოსმოსურ პლანეტაზე, შვა, ასევე სიყვარულის მქადაგებელი ღმერთი, რითაც გახდა დამბადებელი დედა უფლისა, ხოლო თავად კი ქვეყნიერების დედუფალი, ანუ დედა უფალი.

სიტყვა დედამ ავტომატურად გაიმყარა პოზიცია სიყვარულის, ხოლო უფალმა არსი საჭეთმპყრობლის. ჩვენი დანიშნულებაც ამ ღვთიური გრძნობის ფლობა და ბუნების კეთილად გამოვლენაა.

მატერიალურ სამყაროში მოღვაწე კაცობრიობის გონებაც ზედმეტად მერკანტილურია, რის გამოც, მხოლოდ გონებით და ფილოსოფიურად ან კლასგარეშე მეცნიერებით სურთ ქრისტეს არსის გაგება, რასაც ვერ იგებენ და გაწბილებულნი რჩებიან.

ქრისტიანულ სამყაროს და დედ უფლის ბუნებას მხოლოდ გულით გაითავისებს ადამიანი. თუ გული ღიაა და ადამიანი თავმდაბალი, სწორედ ის ხდება ამ საიდუმლოს, ანუ დაფარული სულიერი ცოდნის თანაზიარი, რაზედაც ბერ გაბრიელს იდეალურად აქვს ნათქვამი: „ვინც თავი დაიმდაბლოს ამაღლდეს, ხოლო - ვინც თავი აიმაღლოს დამდაბლდესო“.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ! მრავალს დაესწარით!

პ.ს. ხვალ კი ღვთისმშობლის მშობლების წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას ხსენების დღეა, რომელთა შესახებაც მოგაწვდით ცნობებს“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შემოდგომის ბუნიობა და მოსავლის აღების ხანა“ — ანზორ ოდიშარიას კვირის პროგნოზი და რეკომენდაციები ზოდიაქოს ნიშნებს

🎥 „შემწვარი თევზი გავაკეთე თაფლში...“ - გია ჯაჯანიძის კულინარიული ექსპერიმენტები და ლევან კობიაშვილის რჩევები

🎥 „ჩვეული ფორმით მოვიფიქრე, რომ დესერტები მეჩუქებინა და გამოველაპარაკე...“ - ლევან კობიაშვილის სიყვარულის ისტორია