მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ფულის ინდუსტრიაზე, ძალაუფლებასა და პოლიტიკის გლობალურ გავლენაზე საუბრობს:
„ბავშვობიდან გვიჭედავენ თავში, რომ ფული ხეზე არ იზრდება, ცოტაა, უნდა მოუფრთხილდე, იწვალო, ბევრი იშრომო და მერე ოდესმე, მიაღწევ წარმატებას. ეს არის სრული აბსურდი.
მაგრამ მოდი, საბავშვო ბაღის ზღაპრებს გავცდეთ. რეალობა ისაა, რომ დღეს პლანეტაზე თუ რამე რესურსი არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ფულია ულიმიტო.
ნუ აბა დაფიქრდი, როგორ ბეჭდავენ ბანკები ფულს?
ეს არ არის ოქროთი გამყარებული, რაღაც ფასეულობა. კომერციული ბანკი სესხს რომ გასცემს, სხვის შემონახულ კუპიურებს კი არ გაძლევს, უბრალოდ კლავიატურაზე აკაკუნებს ციფრებს და ვუალა - ფული შეიქმნა ჰაერიდან.
ცენტრალური ბანკებიც ხომ ზუსტად ასე, ეკრანზე ღილაკის დაჭერით აჩენენ მილიარდებს. არანაირი ფიზიკური ზურგი ამას არ აქვს.
ჰოდა აქ იბადება ლოგიკური კითხვა: თუ ფული ულიმიტოა, რატომაა ამდენი გაჭირვებული და ამხელა უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის?
პასუხი პარადოქსულად მარტივია - ერთი მხარე საერთოდ არ უშვებს იმ აზრს, რომ ფული ულიმიტო შეიძლება იყოს, მეორე მხარე კი ამას უბრალოდ აკეთებს.
შესაბამისად, ელიტისთვის ფული ხდება ძალაუფლების და კონტროლის ინსტრუმენტი და არა უბრალოდ პურის საყიდელი ფურცელი.
მსოფლიო მმართველებს, რა თქმა უნდა, არ აწყობთ, რომ ყველას ჰქონდეს ფული.
რატომ? ჰო რა, ძალიან მარტივია - მუშახელი აღარ იარსებებს.
სისტემის მთავარი იდეა ისაა, რომ დავიჯეროთ, თითქოს ეს ქაღალდი ან ციფრები ფასეულია, რომ მის გამო გაუჩერებლად ვიმუშაოთ, ვირბინოთ ბორბალში ზაზუნებივით და ვიშოვოთ ის, რასაც ისინი ჰაერიდან ბეჭდავენ. ეს მართლაც გენიალური მანიპულაციაა.
სისტემა მიზანმიმართულად ქმნის ამ განცალკევებას და დაყოფას. სიღარიბე არ არის ბუნებრივი მდგომარეობა, ეს არის ხელოვნურად შექმნილი ილუზია, რომელშიც მასებს სპეციალურად აგდებენ. და თან ურტყამენ ტექნიკურად... ანუ, ღარიბმა თუ არ ნახა როგორია მდიდრის ცხოვრება - რასაც ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით გამუდმებით აჩრიან თვალებში - სხვა ვარიანტში მას უბრალოდ არ ექნება არანაირი მოტივი, რომ იშრომოს და რაღაცებს მიაღწიოს.
ეს მუდმივი წნეხი ორ პოლუსს შორის იდეალურად მართავს ხალხს.
მაგრამ ახლა თამაშის წესები იცვლებააო. მუშახელი ნელ-ნელა უნდა ჩანაცვლდეს რობო-ტექნიკით და ხელოვნური ინტელექტითო.
შესაბამისად, ფულით მართვა-კონტროლის მექანიზმებიც კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს. აი ზუსტად ის თემაა, რასაც ტელევიზორებში უყურებთ - იწყება ხელოვნურად შექმნილი კრიზისები. კრიზისი ხომ იდეალური ჯეკპოტია . ისევ და ისევ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ რესურსების და ფულის საშინელი დეფიციტია. ოპაა, და აქ შემოდის ომების იდეალური მექანიზმიც.
ეს ხომ საერთოდ იდეალური ბონუსია, რომელიც პირდაპირ წყალს ასხამს მსოფლიო მმართველობის წისქვილზე. რესურსების დეფიციტი სრული სიყალბეა, მაგრამ როცა ხდება ინფრასტრუქტურის, სიმდიდრის და ეკონომიკის მიზანმიმართული განადგურება, ნუ მიზეზებს რა გამოლევს, ტერორისტული სიმამაცის როლის აქტიდან დაწყებული, მოძალადეების მსხვერპლის როლებით დამთავრებული... მერე ისევ თავიდან გიწევს „ჩალიჩი“ და წვალება ფულისთვის. ოპაა წავიდა წრეზე ნოლიდან. ოღონდ ახალი წესებითო.
მოკლედ, დღეს არსებული რეალობა, თავიდან ბოლომდე, ერთი დიდი სიყალბეა.
ეს ყველაფერი შეგვიქმნეს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ცოცხალი, შემოქმედებითი ენერგია მიებათ მკვდარ, არარსებულ ფულზე.
მერე კი ეს ადამიანური ენერგია გამოეყენებინათ ისევ და ისევ თავიანთი მიზნებისთვის. პროექტი „ფასეულობათა ამოყირავება“ უბრალოდ საათივით მუშაობს.
იმდენად დიდია ცნობიერების სხვაობა ამ ორ ხაზს შორის, რომ ადამიანი ნებაყოფლობით თმობს თავის დროს, ენერგიას, ჯანმრთელობას - ყველაფერს, მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღოს ის „არაფერი“, რისი შექმნაც თავადაც შეუძლია არაფრისგან.
არადა პლანეტაზე არ და ვერ იარსებებს საკვების, ნავთობის, ბენზინის ან ენერგიის დეფიციტი.
მით უმეტეს, რომ დიდი ხანია არსებობს ალტერნატიული სრულიად უფასო ენერგიის მიღების გზებიც. მაგრამ ამ ტექნოლოგიებს კარგად უჭერენ და მალავენ, რადგან თუ ენერგია ხელმისაწვდომი გახდა, მერე ეგ პრიმიტიული ომები და კონტროლის მექანიზმები წყალში ჩაეყრებათ.
ჩვენთვის ნაცნობი დიდი მოთამაშე ქვეყნები, რომლებიც ამინდს ქმნიან, იდეალურად თამაშობენ ამ „სიკეთე-ბოროტების“ სპექტაკლს და მთელი მსოფლიოც მომენტალურად ჰყვება ამ დრამაში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიტიკას სერიოზულად აღიქვამს და არა როგორც კლოუნების მიერ კარგად გათამაშებულ თეატრს, არაა კარგად გათამაშებული, არ ვარგა. ავტომატურად ყველა თანა-შემსრულებელია. ნუ როლები კი იცით. გამოვა ერთი კლოუნი, წაიკითხავს რაც დაუწერეს და წავიდა აიტაცა მასებმა.
საბოლოო ჯამში, ხალხის ილუზიების ბორკილებში გაჩერება ასე მარტივად იმიტომ ხდება, რომ უამრავი მენტალური მანიპულაციის მერე, ადამიანებს უბრალოდ წაართვეს „დაშვებითობა“ - ის მომენტი, როცა შეგიძლია ალტერნატივა დაუშვა. შედეგად, ადამიანი ხდება უბრალო ავტომატი, რომელიც მიყვება დაწერილ პროგრამას.
ნებისმიერი თემა, გაგონილი ნებისმიერი ადამიანისგან, ეს იქნება ავტორიტეტი თუ უბრალო დურგალი. ტელევიზია, სოცქსელები, რადიო, სმარტფონი თუ ა.შ. სანამ მანიპულაციის მსხვერპლი გახდები, ჯერ დასვი კითხვა. რატომ ამბობს ამას, რა არის მოტივი ამ ყველაფრის უკან. აი ეს კითხვა უკვე უდიდეს ნაბიჯია, რომელიც გაშორებს, არ გახდე მომენტალური აფიორის მსხვერპლი“, - წერს ვატო მსხილაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ორსულობის შემდგომი გართულებით თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - დაიღუპა ნაყოფიც