Digest Logo

„თუ ვანო წაიშლება, წავიშლებით ყველა, იმიტომ რომ ეს არხი შექმნეს ადამიანებმა და არა ძვირად ღირებულმა ტექნიკამ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

1662059994
ნანუკა ჟორჟოლიანი და ვანო ჯავახიშვილი

„მთავარი არხიდან“ „ტვ პირველის“ ეთერში„ვანოს შოუს“ გადასვლას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება. ჟორჟოლიანი, „მთავარი არხის“ განვითარებაში ვანოს შოუს“ გუნდის წვლილს უსვამს ხაზს და ახალ არხზე მათ წარმატებას უსურვებს.

„მაშინ კი ჯოჯოხეთი მეგონა თუთუნის საწყობში გაკეთებული სტუდია, სადაც ვანო და მე შეგვიშვეს, მაგრამ ბეტონის კედლებში შექმნილმა გადაცემებმა შექმნეს ამ არხის ისტორია ჩვენს, სხვა კოლეგებთან ერთად.

საწყობის კედელზე დაწერილი „ვანოს შოუ“ უკვე ამ არხის ისტორიაა და ამას ვერაფერი წაშლის. ვერავინ და ვერაფერი. თუ ვანო წაიშლება, წავიშლებით ყველა იმიტომ რომ ეს არხი შექმნეს ადამიანებმა და არა ძვირად ღირებულმა ტექნიკამ და სტუდიებმა სადაც ზამთარში ციოდა, ზაფხულში ცხელოდა, მაგრამ ეს სულაც არ გვიქმნიდა ბარიერებს.

მიხარია რომ ვანოს შოუ სატელევიზიო სივრცეში იქნება. სხვანაირად არც შეიძლებოდა“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის ვანო ჯავახიშვილმა „ტვ პირველზე“ გადასვლის შესახებ საზოგადოებას ასე ამცნო:

როგორც იცით „მთავარ არხზე“ ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით ტელეკომპანია პირველის ეთერში. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს „ტვ პირველის" ეთერში, იგივე დღეს და იგივე დროს“.

საპასუხოდ „მთავარმა არხმა“ განაცხადა, რომ ვანო ჯავახიშვილსა და მის გუნდს ჰქონდა ტელევიზიაში დარჩენის შესაძლებლობა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო მათ ადმინისტრაცია იმავე პირობებს ვერ შესთავაზებდა, რაც ძველად ჰქონდათ.

„მთავარი არხის“ განცხადებას კი ვანო ჯავახიშვილმა უნამუსობა უწოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ერთგულებაზე და ფინანსებზე გააკეთეთ აქცენტი სტატუსში? ოკ“ - ოთო ლომთაძე „მთავარ არხს“

🔵„ჩვენი გუნდის წასვლასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს“ - ვანო ჯავახიშვილი

🔵„ძალიან ვწუხვართ, რომ „ვანოს შოუს“ გუნდმა სხვა ტელეკომპანიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო“ - მთავარი არხი