Digest Logo

„თურმე იმ წუთს თუ არ მოკვდი, მერე აღარაფერი ემართება ადამიანს, მაგრამ მაინც უნდა იცოცხლო… მათთვის“ - ლევან კბილაშვილის დედის ემოციური მიმართვა გიორგი დუდაშვილს

1692961330
ლევან კბილაშვილის დედა

სოციალური ქსელში ა.წ გარდაცვლილი ლევან კბილაშვილის დედა მარიტა ფურცელაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და შოვის ტრაგედიის მძიმე ამბავს ეხმაურება, სადაც გიორგი დუდაშვილმა ოჯახის 4 წევრი დაკარგა, 3 შვილი და მეუღლე.

მან უკვე ოჯახის ყველა წევრი იპოვა და ყველას ერთად 26 აგვისტოს საბოლოოდ დაემშვიდობება.

„ნეტავ შემეძლოს წასვლა, რომ ჩავეხუტო და უხმოდ, უჩუმრად, მის გვერდით ვიყო.

 რა შეიძლება ვუთხრა, მე თვითონ ვერავინ ვერაფერს მეუბნება, ნუგეში არ არსებობს...

მაგრამ ძალიან მინდა ვინმემ ჩემს მაგივრად ჩაიკრას გულში და უთხრას:

თურმე იმ წუთს თუ არ მოკვდი, მერე აღარაფერი ემართება ადამიანს, მერე … აღარ არსებობს  

მაგრამ მაინც უნდა იცოცხლო…  მათთვის“,- წერს მარიტა ფურცელაძე.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით დაკარგულებად ითვლება 2 ადამიანი. ამ დროისთვის 2-3 ცხედრის იდენტიფიცირებას ელოდებიან, საერთო ჯამში ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „დადასტურებული უაზრობა თავისუფლებას არ იმსახურებს“ - რას წერს ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია

🔵 „იქ აღარასდროს ავალ...შოვი ჩემთვის დასრულდა“ - დავით ჯელაძე

🔵 დადასტურდა ზაზა მესხის დაღუპვა - მისი ამოცნობა ნიშნობის ბეჭდით მოხდა, სადაც წერია „ალინა“