Digest Logo

„უდიდესი აღმოჩენა! ძველი აღთქმა ჩვენ დავწერეთ... აღმოჩნდა ლაზურ-კოლხურ-მეგრული სიტყვები“ - გიორგი გიორგაშვილის სკანდალური განცხადება

1764843197
გიორგი გიორგაშვილი

ფენ-შუის სპეციალისტი, რამდენიმე წიგნის ავტორი გიორგი გიორგაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ძველი აღქმა ქართველების დაწერილია.

მისი თქმით, დიდმა ქართველმა მეცნიერმა და მკვლევარმა ივანე ჯავახიშვილმა გაშიფრა უძველესი ბიბლიური ტექსტის ფრაგმენტი იერემიას წინასწარმეტყველებიდან, სადაც აღმოჩნდა შემდეგი ლაზურ=კოლხურ=მეგრული სიტყვები: „მესა“, „სა“, „ნე“, „ბად“, „გი“:

„ვინ დაწერა ძველი აღთქმა?!

უდიდესი აღმოჩენა!

იერემიას წინასწარმეტყველება!

დიდმა ქართველმა მეცნიერმა და მკვლევარმა - ივანე ჯავახიშვილმა, გაშიფრა უძველესი ბიბლიური ტექსტის ფრაგმენტი იერემიას წინასწარმეტყველებიდან, სადაც აღმოჩნდა შემდეგი ლაზურ=კოლხურ=მეგრული სიტყვები: „მესა“, „სა“, „ნე“, „ბად“, „გი“.

ორიგინალი ტექსტი ინახება ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში.

ამით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ძველი აღთქმა ჩვენ დავწერეთ!

„განკითხვა მოხდა ღმერთის=ქრისტეს=ლაზარეს=სინათლის ენით= ქართული ენით=ამ ენით!!!“, - წერს გიორგი გიორგაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყოფილი გოიმი და ყოფილი სულელი ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ...“ - გია ჯაჯანიძის მიმართვა საზოგადოებას

„არსებობს უხილავი პროცესები, რომლებიც ნელ-ნელა ანადგურებს სასიცოცხლო ენერგიას და სიხარულის შეგრძნებას“ - რატომ არის მნიშვნელოვანი ციგუნის პრაქტიკა

„გადარჩენის ერთადერთი გზა არის ის, რომ ვაღიაროთ მენტალური ინფორმაციები, ანალიზები და გეგმები... დავიტოვოთ ოპერატორის ფუნქცია, რომელიც მუშაობს მხოლოდ შეგრძნებაზე“ - მეტაფიზიკოსი ხელოვნურ ინტელექტზე