Digest Logo

„ყოფილი გოიმი და ყოფილი სულელი ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ...“ - გია ჯაჯანიძის მიმართვა საზოგადოებას

1764841832
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ სულელი ცუდი სიტყვა არ არის. მისი თქმით, სულელია ადამიანი, ვინც სულ რაღაცის მოლოდინშია, არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ განვითარდეს, გაიზარდოს, გაბედნიერდეს და სხვაც გააბედნიეროს:

„ეჰ, რამდენი სულელი ადამიანი შემხვდა ცხოვრების მანძილზე, ვინ მოთვლის.

სულელი ცუდი სიტყვა არ არის, სულ რომ ელის ის ადამიანი ვიგულისხმე.

სულელი არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ განვითარდეს, გაიზარდოს, გაბედნიერდეს და სხვაც გააბედნიეროს.

სულელი თავის თავშია ჩაკეტილი და ხშირად არ უმართლებს, თუმცა არ იმჩნევს, პატივმოყვარეა.

სულელი მშიშარაა და ვერ რისკავს ვერაფერს, ეშინია რომ არ გამოუვა, მერე იღლება, იწყებს ლოდის და სულ ელის.

თავისით მოვა დრო. ჯერ დრო არ დამდგარა. ბედი თუ მაქვს გამიმართლებს... და ასეთი ბევრი ცრუ რწმენა.
ჩემო ძვირფასებო, კონკრეტულად არავის არ გგულისხმობთ, კონკრეტულად დროს არავის არ უთმობ, იმიტომ, რომ აზრი არ აქვს.

ვწერ ზოგადად, თუ თქვენ თავს ამოიცნობთ ესე იგი დაფიქრდებით.

დიდი გამოცდილება მაქვს, ბევრი რამე ზუსტად ვიცი და ამიტომ ვწერ. გამოცდილებას გიზიარებთ.

მე ყოფილი სულელი ვარ და მივხვდი, რომ სულ მოლოდინში არ უნდა ვიყო, დამაზიანებს.

ადრე მივხვდი, რომ არავის და არაფერს არ უნდა ელოდო, გაინძერი, გაერკვიე და იშრომე.

მე ყოფილი გოიმიც ვიყავი, ამაზე მერე დავწერ.

მიყვარხართ“, - წერს გია ჯაჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„არსებობს უხილავი პროცესები, რომლებიც ნელ-ნელა ანადგურებს სასიცოცხლო ენერგიას და სიხარულის შეგრძნებას“ - რატომ არის მნიშვნელოვანი ციგუნის პრაქტიკა

„გადარჩენის ერთადერთი გზა არის ის, რომ ვაღიაროთ მენტალური ინფორმაციები, ანალიზები და გეგმები... დავიტოვოთ ოპერატორის ფუნქცია, რომელიც მუშაობს მხოლოდ შეგრძნებაზე“ - მეტაფიზიკოსი ხელოვნურ ინტელექტზე

„უსურვეთ ყველას მშვიდობა, სიკეთე, სიყვარული, ბედნიერება“ - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაციები სუპერმთვარეობასთან დაკავშირებით