საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ალბანელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოედანზე შემტევი შემადგენლობა გაიყვანა. ძირითად შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი გამოჩნდა.
ახლახან კი ზურიკომ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა:
„მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის, უფრო ძლიერები დავბრუნდებით“, - წერს ზურიკო დავითაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„თუ მაინცდამაინც, კომენტარები გაუთიშეთ“ - შორენა ბეგაშვილი მიმართვას ავრცელებს