თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ის საიუბილეო საღამოზე ილია თოფურიას მარცხმა ჯასტინ გეიჯისთან მთელი საქართველო შეძრა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი რაუნდის შემდეგ ქართველი „მატადორი“ ბრძოლას დამაჯერებლად იგებდა, ფინალი დრამატული აღმოჩნდა.
თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა. აღნიშნული შედეგის მიხედვით ილიამ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო. ეს იყო პირველი წაგება ქართველი მებრძოლის კარიერაში.
ილია თოფურიას ჩხუბს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე გამოეხმაურა და მებრძოლის დედაზე ემოციური პოსტი გაავრცელა:
„რაც ილიას დედა, ქალბატონი ინგა გავიცანი, ილიას ბრძოლებს მისი დედური თვალით და ემოციით ვუყურებ...
ვუყურებ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომდის, პირიქით ფინალს ველი და უკვე მოგებულს ვზეიმობ. ვერც ახლა ვუყურე, რა თქმა უნდა, მარტო დედაზე ვფიქრობდი...
სულ გვერდით რომ არის და არცერთი წამით რომ არ უნდა შეიმჩნიოს „დედური სენტიმენტები“ უფრო მეტიც, მგონია რომ ამ ბიჭებში ამხელა თავდაჯერებულობა, სიმამაცე, უდრეკი ხასიათი და ერთმანეთისადმი პატივისცემა, ნდობა - ყველაფერი დედაა, დედა, რომელმაც, ახლაც უნდა მოიწმინდოს ჩუმად ჩამოცვენილი ცრემლები და როგორც ყოველთვის ისევ ერთად შევიდნენ ბრძოლაში გამარჯვებისთვის!
ძმების ურთიერთობა კიდევ ერთი ცალკე ამბავია..“, - წერს ნათია ბანძელაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ გვიჭირს ბოდიშის მოხდა და რას გრძნობს მეორე ადამიანი ამ დროს?