
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში „ტვ პირველს“ დაუპირისპირდა. ის ასევე ასაჯაროებს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილს, რომელიც ხათუნას 1999 წელს მისწერა.
„ასე ოლღა ბებიასავით დაბნეული სახე მაქვს, აგერ უკვე 1 თვეზე მეტია... გემახსოვრებათ...
„ჩემო უძვირფასესო, უნეტარესო და სულზე უტკბესო..."
- შენ გწერს მაგას? - იკითხა ილიკომ.
- კი, შენ ნუ მომიკვდები.
ილარიონმა განაგრძობდა: „მას შემდეგ, რაც პირველად დაგინახე, მე ვაღიარე აბსოლუტური ჭეშმარიტება მშვენიერებისა..."
- სად მნახა მაგ შეჩვენებულმა, - ჩაიხითხითა ბებიამ“.
ჰო და, მას შემდეგ, რაც საწნახელში გადაღებული ფოტო დავდე, TV Pirveli • ტელეკომპანია პირველის ფბ გვერდის ვინცხა უფროსის ყურადღების ცენტრს ვერ ავცდი... ყოლიფერს აშეარებს ჩემსას! დიახ, ყოლიფერს!!! სად მნახა და რა უნდა მაგ შეჩვენებულს?!..
მე არც საჯარო სამსახურში ვარ, არც პარტიაში.. სახლში ვარ, ოქროებო, სახლში!!!
არ მოკვდა ჩემი P.R.-ით.... არადა, ეს ოხერი, შავი და თეთრი P.R-იც ხომ P.R.-ია არა?!...
ჰო და იმას მოგახსენებდით, რომ ახლა ჩემი და მიშას ფოტოც დაურთო! ანუ კომპრომატი!
რა იყო, მიშასთან მეგობრობა „გრეხია"?... ასე მიგაჩნიათ თქვენ?! ეტყობა მიშას მიტინგზე მისვლაც „გრეხია" და იმიტომაა „სიხალვათე"...
მერე რომ არ აუფრიალოთ მხარდამჭერებს ამ 1998 წელს გადაღებული, სოცქსელში ჩემ მიერ გავრცელებულ კომპრომატივით.
უფ, თქვენ გენაცვალეთ პროფესიონალიზმში! ამიტომ, აჰა! კიდევ ერთ კომპროს მოგცემთ! ეს მიშას წერილია 1999 წელს დაწერილი. გულმოდგინედ წაიკითხეთ და მონდომებით გაავრცელეთ, რომ ხალხმა ნახოს, თუ რამდენად კარგად ვიცნობ და როგორი მართალია ჩემი მხრიდან გაკეთებული სააკაშვილის პერსონის შეფასებები!
აბა, ჰე და აბა ჰო...
„მე მაგიჟებენ შენი თვალები..." - განაგრძო ილარიონმა.
- დაეფსოს მაგას თვალები - თქვა ილიკომ.
მორჩა კინო....
ოლღა ბებიასავით გაკვირვებული, თქვენი ხათუნა ხოფერია“, - წერს ხათუნა ხოფერია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ბავშვებში ინფიცირებამ იმატა“ - დავით რეხვიაშვილი
🔵„გაფრინდნენ ჩემი ანგელოზები” – რამაზ დავლაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა
🔵მსახიობი და ღირსების ორდენის კავალერი, ჟუჟუნა ჩხეიძე გარდაიცვალა
🔵„93-ში ერთხელ უკვე ჩავი@@ით..." - ზვიად ციკოლიას მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს
🔵„ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა უნიჭიერესი შემოქმედი ახალგაზრდა“ - ვინ გარდაეცვალა შალვა ნათელაშვილს