სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პარლამენტთან საზოგადოების ის ნაწილი უნდა შეიკრიბოს, ვისაც წითელი „კერასინკა“ ჰქონდა.
„რა მახსოვს მყისიერად ატაცებული:
1. წყლის თავზე სხმის „ჩელენჯი“
2. ბავშვობის ფოტოები ( და მერე ჩემი ჩაქოლვა ასტრახანული შავი ხიზილალის ქილებით ბროკოლზე პოსტის გამო)
3. ოჯახსა და ოჯახიშვილობაზე პოსტები.
ვფიქრობ, ოპოზიციამ უნდა გააანალიზოს ეს მონაცემები და მსგავსი ან მომიჯნავე თემის გარშემო შეკრიბოს საკმარისი რაოდენობის მოსახლეობა დეჭორვილიზაციის დასაწყებად.
რაღაც პოზიტივია საჭირო, მაგ: ვიკრიბებით პარლამენტის წინ ყველა, ვისაც ჰქონდა წითელი „კერასინკა“ და ვიგონებთ მის გარშემო გატარებულ დღეებს“, - წერს ქეთი დევდარიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: ვახო მეგრელიშვილმა თავისი ნამღერით ია ფარულავა ააცეკვა
🔵„გთხოვთ, ვისაც ბოლო დოზიდან 3 თვე გაგივიდათ, დაიბუსტეთ!“ - ბიძინა კულუმბეგოვი
🔵„თქვენ გძულთ ახლა ეგ ადამიანი, მე კი მეცოდება, უყურადღებობამ ცოლისა და არდაბადებული ბავშვის მკვლელი გახადა“ - გიორგი ჩენდლერი
🔵„ხედავ? კოვიდზე უფრო მეტად, თურმე, შიდა ინფექციით კლავენ ხალხს და მერე კოვიდს ბრალდება!“ - რას წერს დავით გადელია